https://sputnik-georgia.com/20211012/salome-zurabishvilma-avstriashi-viziti-daiwyo-260462163.html
სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო
სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმს გახსნის. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T11:02+0400
2021-10-12T11:02+0400
2021-10-12T16:09+0400
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260460727_0:64:1400:853_1920x0_80_0_0_3539924e0c2aedebc8f5bcfc5ed208d6.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს სახელმწიფო მეთაურს ვენის საერთაშორისო აეროპორტში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების განვითარებისთვის. ,,ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ეუთოს გენერალურ მდივანთან და ეუთოში ქალი ელჩების ჯგუფთან. პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს ,,ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოების" დღის წესრიგს საერთაშორისო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ეუთოს ფარგლებში. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევასთან – კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. ბუნებრივია, ქალი ლიდერების ჩართულობა ამ ამოცანას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს", – განაცხადა ციხელაშვილმა.ვენაში ვიზიტი ზურაბიშვილმა ავსტრიაში დასაქმებულ თანამემამულეებთან – მედიცინისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ალექსანდერ ვან დერ ბელენი და სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გამართავენ. შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მასმედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.გარდა ამისა, ზურაბიშვილი ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართავს ავსტრიის პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია.საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 13 ოქტომბერს დასრულდება.საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.
https://sputnik-georgia.com/20211008/saqartvelosa-da-montenegros-shoris-readmisiis-shesaxeb-shetanxmeba-gapormda-260349332.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260460727_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_835e35d6f53d430557421a032b315f3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო
11:02 12.10.2021 (განახლებულია: 16:09 12.10.2021) ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმს გახსნის.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო,
ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს ვენის საერთაშორისო აეროპორტში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების განვითარებისთვის.
,,ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ეუთოს გენერალურ მდივანთან და ეუთოში ქალი ელჩების ჯგუფთან. პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს ,,ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოების" დღის წესრიგს საერთაშორისო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ეუთოს ფარგლებში. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევასთან – კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. ბუნებრივია, ქალი ლიდერების ჩართულობა ამ ამოცანას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს", – განაცხადა ციხელაშვილმა.
ვენაში ვიზიტი ზურაბიშვილმა ავსტრიაში დასაქმებულ თანამემამულეებთან – მედიცინისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ალექსანდერ ვან დერ ბელენი და სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გამართავენ. შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მასმედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
გარდა ამისა, ზურაბიშვილი ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართავს ავსტრიის პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 13 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.