https://sputnik-georgia.com/20211014/istoriuli-usamartloba-imedi-solidaroba-nika-meliam-aqciaze-sekrebilebs-mimarta-260565110.html
ისტორიული უსამართლობა, იმედი, სოლიდარობა – ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა
ისტორიული უსამართლობა, იმედი, სოლიდარობა – ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა
Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T21:50+0400
2021-10-14T21:50+0400
2021-10-14T23:26+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222634_20:286:1029:853_1920x0_80_0_0_0ccc060a56cae32f8389c477f0b8190d.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისტორიული უსამართლობა უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება.ეს განცხადება ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იმ დღიდან ის რუსთავის ციხეში იმყოფება, სადაც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.როგორც მან აღნიშნა, ისინი ბრძოლას განაგრძობენ მანამ, სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ნიკა მელიას თქმით, ის, რაც დღეს ხდება, ისტორიული უსამართლობაა.მისი თქმით, ისინი ძალიან გაბრაზებული არიან ისტორიულ უსამართლობაზე, მაგრამ დღევანდელი დღე იმის საწინდარია, რომ ისტორიის ახალი და საამაყო ფურცელი დაიწერება.„ამ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენ გარშემოა ეს ისტორიული უსამართლობა. დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს. ეს თქვენ დაამტკიცეთ, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც“, – მიმართა მელიამ შეკრებილებს.მისი თქმით, დღევანდელი აქცია მისი ხალხმრავლობის გამო ძალიან იმედისმომცემია.„რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შევცვლით დღევანდელ რეალობას“, – განაცხადა მელიამ.მისი თქმით, არავინ შეეგუება სააკაშვილის პატიმრობას და ბრძოლა მის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.თავად ნიკა მელია თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატს და მოქმედ მერს კახა კალაძეს 30 ოქტომბერს დაუპირისპირდება. პირველ ტურში მელიამ მოიპოვა 34,011%, კალაძემ – 45,006%.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211014/gigi-ugulava-mixeil-saakasvili-unda-iyos-am-qveynis-ukanaskneli-politpatimari-260562637.html
https://sputnik-georgia.com/20211014/---------260564000.html
https://sputnik-georgia.com/20211014/timoshenko-misha-shens-qveyanas-cocxali-da-janmrteli-schirdebi-260563295.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222634_147:239:965:853_1920x0_80_0_0_74eeec56b5b81b499b914c69d9261546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ისტორიული უსამართლობა, იმედი, სოლიდარობა – ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა
21:50 14.10.2021 (განახლებულია: 23:26 14.10.2021) თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება მოითხოვეს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისტორიული უსამართლობა უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება.
ეს განცხადება ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იმ დღიდან ის რუსთავის ციხეში იმყოფება, სადაც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.
„სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს“, – განაცხადა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, ისინი ბრძოლას განაგრძობენ მანამ, სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ნიკა მელიას თქმით, ის, რაც დღეს ხდება, ისტორიული უსამართლობაა.
მისი თქმით, ისინი ძალიან გაბრაზებული არიან ისტორიულ უსამართლობაზე, მაგრამ დღევანდელი დღე იმის საწინდარია, რომ ისტორიის ახალი და საამაყო ფურცელი დაიწერება.
„ამ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენ გარშემოა ეს ისტორიული უსამართლობა. დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს. ეს თქვენ დაამტკიცეთ, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც“, – მიმართა მელიამ შეკრებილებს.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია მისი ხალხმრავლობის გამო ძალიან იმედისმომცემია.
„რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შევცვლით დღევანდელ რეალობას“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, არავინ შეეგუება სააკაშვილის პატიმრობას და ბრძოლა მის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.
„ყველა სოლიდარულია, მთელი ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან სოლიდარულია. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – განაცხადა მელიამ.
თავად ნიკა მელია თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატს და მოქმედ მერს კახა კალაძეს 30 ოქტომბერს დაუპირისპირდება. პირველ ტურში მელიამ მოიპოვა 34,011%, კალაძემ – 45,006%.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.