გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტპატიმარი

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ჩვენ ვიბრძვით, რათა ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა გაერთანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე.
ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია. 14.10.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
ანზორ მელია: „არასდროს ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს“
უგულავამ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ ბრძოლის მაგალითი მისცა და უკან დახევის უფლება არ აქვთ.
„მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაივლის. სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ეს ბევრს არ გვეგონა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, საყოველთაო შერიგება, რომლისკენაც მოუწოდებს თავად მიხეილ სააკაშვილი, მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები. პატიება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ... გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას შემდეგ კი ერთი კვირა გავიდა. მაშინ უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ ვირუსს 10 დღეში დაამარცხებდა, მანამდე კი საარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. გიგი უგულავამ სხვა თანამოაზრეებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ 2017 წლის იანვარში დატოვა და ახალი პარტია - „ევროპული საქართველო“ დააფუძნა.
 აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
სააკაშვილი: აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე
თავად გიგი უგულავა ფოთში მერობის არჩევნების მეორე ტურში ბექა ვაჭარაძეს („ქართული ოცნება“) დაუპირისპირდება. უგულავამ ვაჭარაძესთან შედარებით 8%-ით ნაკლები ხმა მიიღო. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მე-14 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0