ანზორ მელია: „არასდროს ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს“

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია. 14.10.2021
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია. 14.10.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
საპროტესტო აქციაზე გავრცელდა ექს-პრეზიდენტის მიმართვა, სადაც ის საყოველთაო შერიგებისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში მიმდინარე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით ზუგდიდის მერობის კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მამა ანზორ მელია გამოვიდა.
ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირველ ადგილზე გავიდა. ანზორ მელიამ მოიპოვა 46,88%, ხოლო მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან მამუკა წოწერიამ მხოლოდ 41,15%. ახლა ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.
 აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
სააკაშვილი: აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს მან რუსთავის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.
ანზორ მელიამ სცენიდან მიმართა როგორც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.
მან მიხეილ სააკაშვილს გმირი უწოდა.
„მინდა მივესალმო ჩვენს გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო. ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ, ვიცით, ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ბატონმა მიშამ საპყრობილიდან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემს ზუგდიდს. მე ზუგდიდს, ისე, როგორც საქართველოს, არასდროს ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც მაგალითი გვიჩვენა მშვიდობიანი მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
აქცია თავისუფლების მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
თბილისის ცენტრში პოლიციური ძალებია მობილიზებული
მან ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ის თავიდან მხარს უჭერდა, იმედი გაუცრუა, და აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ხალხის ნაწილიც წარსულში მისი მხარდამჭერი იყო.
მისი თქმით, მთავრობის მხრიდან სიძულვილის და ზიზღის ენით საუბარი უნდა დასრულდეს.

„ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ „კლოუნადას“, შურს, ზიზღს, ურთიერთ არგატანას და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ, როცა თქვენ (ივანიშვილი) წახვალთ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მან აგრეთვე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, მათ გამძლეობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მალე დატოვებს ციხეს. ბოლოს მან მიხეილ სააკაშვილიც გაამხნევა.
„თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, გამაგრდით, ბატონო პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა და ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. სააკაშვილმა მის მხარდამჭერებს მოუწოდა მობილიზაციისკენ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, და გამარჯვება უსურვა მეორე ტურში გადასულ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს, მათ შორის ანზორ მელიას.
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ყველა ახალი ამბავი
0