https://sputnik-georgia.com/20211014/saakashvilis-mimartva-moqalaqeebs-260560397.html
სააკაშვილი: აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე
სააკაშვილი: აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე
Sputnik საქართველო
ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T19:10+0400
2021-10-14T19:10+0400
2021-10-14T22:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260558751_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_241a1298fb2ac74dd78fddb17565a879.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მორიგი მიმართვა გაავრცელა.თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებისადმი სააკაშვილის მიმართვა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მე-14 დღეა შიმშილობს.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211014/tbilisis-centrsi-saakasvilis-mxardasaweri-mitingi-daiwyo-260558851.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260558751_111:0:1250:854_1920x0_80_0_0_a3bb2467f795942c35c6dee37330a104.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილი: აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე
19:10 14.10.2021 (განახლებულია: 22:13 14.10.2021) ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მორიგი მიმართვა გაავრცელა.
თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებისადმი სააკაშვილის მიმართვა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან, ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო... დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება ჩვენს საზოგადოებას მორალურად გაანადგურებს და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის. საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მე-14 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.