https://sputnik-georgia.com/20211014/tbilisis-centrsi-saakasvilis-mxardasaweri-mitingi-daiwyo-260558851.html
თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდასაჭერი მიტინგი დაიწყო
თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდასაჭერი მიტინგი დაიწყო
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია თბილისში წუთიერი დუმილით დაიწყო – ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T18:43+0400
2021-10-14T18:43+0400
2021-10-14T21:53+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260560008_0:178:1280:898_1920x0_80_0_0_66b71b47f4142075f29611a755cd763b.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ათასობით ადამიანმა შეავსო თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორია – ისინი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.აქცია მშვიდობიანად დაიწყო. მომიტინგეებს უკავიათ საქართველოს დროშები, ბანერები წარწერებით „თავისუფლება მიშას“ და „არა პოლიტიკურ დევნას“, ჩანს წარწერები იმ ქალაქების და მუნიციპალიტეტების სახელწოდებებით, საიდანაც ადამიანები ჩამოვიდნენ. აქციაზე გამოჩნდა აზერბაიჯანის და უკრაინის დროშებიც.საკრებულოს წინ დამონტაჟებულია სცენა, უკანა ფონზე გამოსახულია საქართველოს დროშა აქციის ძირითადი ლოზუნგით და ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებით. მოედნის ცენტრში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, რათა ყველამ შეძლოს გამომსვლელების დანახვა.აქციის მონაწილეებს პოლიტიკური განცხადებების გარდა კონცერტიც ელოდება.ამ დროისთვის აქციის წამყვანია პოპულარული მსახიობი ილო ბეროშვილი, პირველი სცენაზე წარდგა ცნობილი რეპერი ლექს-სენი, რომელმაც თავისი ახალი სიმღერა შეასრულა.წესრიგს იცავენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან.ავტოკოლონები დროშებით და პლაკატებით დედაქალაქში როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან შემოვიდნენ. აქციამდე მათ რუსთაველის გამზირზე და პუშკინის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ბევრი მომიტინგე პირბადის გარეშეა მოსული.
https://sputnik-georgia.com/20211014/-------260545808.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260560008_1:0:1280:959_1920x0_80_0_0_fc87dd62fb93be1100fb42b8590cd3c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდასაჭერი მიტინგი დაიწყო
18:43 14.10.2021 (განახლებულია: 21:53 14.10.2021) საპროტესტო აქცია თბილისში წუთიერი დუმილით დაიწყო – ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ათასობით ადამიანმა შეავსო თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორია – ისინი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
აქცია მშვიდობიანად დაიწყო. მომიტინგეებს უკავიათ საქართველოს დროშები, ბანერები წარწერებით „თავისუფლება მიშას“ და „არა პოლიტიკურ დევნას“, ჩანს წარწერები იმ ქალაქების და მუნიციპალიტეტების სახელწოდებებით, საიდანაც ადამიანები ჩამოვიდნენ. აქციაზე გამოჩნდა აზერბაიჯანის და უკრაინის დროშებიც.
საკრებულოს წინ დამონტაჟებულია სცენა, უკანა ფონზე გამოსახულია საქართველოს დროშა აქციის ძირითადი ლოზუნგით და ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებით. მოედნის ცენტრში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, რათა ყველამ შეძლოს გამომსვლელების დანახვა.
აქციის მონაწილეებს პოლიტიკური განცხადებების გარდა კონცერტიც ელოდება.
ამ დროისთვის აქციის წამყვანია პოპულარული მსახიობი ილო ბეროშვილი, პირველი სცენაზე წარდგა ცნობილი რეპერი ლექს-სენი, რომელმაც თავისი ახალი სიმღერა შეასრულა.
წესრიგს იცავენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან.
ავტოკოლონები დროშებით და პლაკატებით დედაქალაქში როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან შემოვიდნენ. აქციამდე მათ რუსთაველის გამზირზე და პუშკინის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ბევრი მომიტინგე პირბადის გარეშეა მოსული.