თბილისის ცენტრში პოლიციური ძალებია მობილიზებული

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია თავისუფლების მოედანზე
აქცია თავისუფლების მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
შსს-ს პოლიციური ძალები განთავსებული არიან პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოებში.
 აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
სააკაშვილი: აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე
უწყების განმარტებით, სამართალდამცველების მობილიზება საპროტესტო აქციაზე აუცილებლობის შემთხვევაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა.
თავისუფლების მოედანზე აქციის ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. დედაქალაქისკენ ავტოკოლონები დილიდან დაიძრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0