https://sputnik-georgia.com/20211014/timoshenko-misha-shens-qveyanas-cocxali-da-janmrteli-schirdebi-260563295.html
ტიმოშენკო: მიშა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები
ტიმოშენკო: მიშა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები
Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T20:50+0400
2021-10-14T20:50+0400
2021-10-14T23:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249287255_0:0:2865:1611_1920x0_80_0_0_8c650e6dc58c8cc247c60c24017e9baf.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება – იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში, ნათქვამია უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ვიდეომიმართვაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელდა.ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება.სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად დაკავდება სააკაშვილის კიევში დაბრუნების საკითხით. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის მოთხოვნით ქართული მხარისთვის ჯერ არ მიუმართავს.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211013/aramarto-eqstradicia-kievi-saakashvilis-dabrunebis-gzebs-ezebs-260507041.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249287255_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ab46bbda293f86158c38f35c73dbc9ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ტიმოშენკო: მიშა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები
20:50 14.10.2021 (განახლებულია: 23:13 14.10.2021) სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება – იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში, ნათქვამია უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ვიდეომიმართვაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელდა.
ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება.
„ძვირფასო მიშა, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები. ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით მათ ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა – ეს მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის“, – თქვა იულია ტიმოშენკომ ვიდეომიმართვაში.
სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად დაკავდება სააკაშვილის კიევში დაბრუნების საკითხით.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის მოთხოვნით ქართული მხარისთვის ჯერ არ მიუმართავს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.