https://sputnik-georgia.com/20211014/dres-sveticxovloba-arinisneba-260530716.html
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
Sputnik საქართველო
იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T09:57+0400
2021-10-14T09:57+0400
2021-10-14T14:25+0400
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23424/80/234248008_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_512b621575a7d16a4d9998eb2835273d.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დღეს, 10:00 საათზე იწყება.სვეტიცხოვლობა მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა. ილია მეორემ მილოცვის ტექსტში პიროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, მნიშვნელოვანია პიროვნების დაფასება და ხელშეწყობა.საპატრიარქოს ცნობით, მცხეთის მიმართულებით უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან დადის.მცხეთა ბათუმის გვერდით: მცხეთობა–სვეტიცხოვლობის საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება>>საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგად 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა, გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.
https://sputnik-georgia.com/20211013/sapatriarqo-sveticxovlobaze-infomacias-avrcelebs-260497542.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23424/80/234248008_83:0:1415:999_1920x0_80_0_0_86bcc76c59ab44440587c5e648b19069.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
09:57 14.10.2021 (განახლებულია: 14:25 14.10.2021) იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დღეს, 10:00 საათზე იწყება.
სვეტიცხოვლობა მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა. ილია მეორემ მილოცვის ტექსტში პიროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, მნიშვნელოვანია პიროვნების დაფასება და ხელშეწყობა.
„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?! უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, მცხეთის მიმართულებით უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან დადის.
საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგად 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა, გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.