https://sputnik-georgia.com/20211013/sapatriarqo-sveticxovlobaze-infomacias-avrcelebs-260497542.html
საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა... 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T11:14+0400
2021-10-13T11:14+0400
2021-10-13T16:51+0400
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
საეკლესიო კალენდარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041657_0:63:3072:1791_1920x0_80_0_0_ebafec33ddb5afd48fdf7f744e400bfb.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.საპატრიარქოს ცნობით, წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. მცხეთის მიმართულებით უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავა.საპატრიარქო მოსახლეობას მოწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.გუშინ ცნობილი გახდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.
https://sputnik-georgia.com/20211012/mcxeta-batumis-gverdit-mcxetoba-sveticxovlobis-sazeimo-roniszieba-arar-gaimarteba-260482620.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041657_250:0:2981:2048_1920x0_80_0_0_4ba84f70a76296ccfd60266225a3e1e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საეკლესიო კალენდარი
საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
11:14 13.10.2021 (განახლებულია: 16:51 13.10.2021) სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
საპატრიარქოს ცნობით, წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. მცხეთის მიმართულებით უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავა.
საპატრიარქო მოსახლეობას მოწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.