https://sputnik-georgia.com/20211012/mcxeta-batumis-gverdit-mcxetoba-sveticxovlobis-sazeimo-roniszieba-arar-gaimarteba-260482620.html
მცხეთა ბათუმის გვერდით: მცხეთობა–სვეტიცხოვლობის საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება
მცხეთა ბათუმის გვერდით: მცხეთობა–სვეტიცხოვლობის საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება
Sputnik საქართველო
საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ... 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T17:54+0400
2021-10-12T17:54+0400
2023-08-17T18:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0e/249704422_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_e6431f6fac53c5fb86d31ceb4d0cd875.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.მცხეთის მერმა მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა „თბილისობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებაც, რომელიც სატელევიზიო ფორმატით უნდა ჩატარებულიყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ჩასარებლად გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შფარდებული.
https://sputnik-georgia.com/20211009/tbilisi-dgas-batumis0gverdit-kalaze-tbilisobastan-dakavsirebit-axali-informacias-avrcelebs-260395287.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0e/249704422_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_f0eef77b457007b9082749d1a9bc18e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
მცხეთა ბათუმის გვერდით: მცხეთობა–სვეტიცხოვლობის საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება
17:54 12.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.
8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
მცხეთის მერმა მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ყოველი წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველო მცხეთობა–სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ზემოთ აღნიშნული ტრაგედიის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა–სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო“, – აღნიშნულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა „თბილისობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებაც, რომელიც სატელევიზიო ფორმატით უნდა ჩატარებულიყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ჩასარებლად გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შფარდებული.