თბილისი დგას ბათუმის გვერდით: კალაძე თბილისობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
თბილისობის ღონისძიების აღსანიშნავად გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება, ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
როგორც მერიაში ადრე განაცხადეს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შესაბამისი რეგულაციების მოქმედების გამო ღონისძიება მხოლოდ საზეიმო კონცერტით და საპატიო თბილისელების დაჯილდოებით შემოიფარგლებოდა და დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდებოდა, კონცერტს კი მაყურებელი პირდაპირი ეთერის საშუალებით მოუსმენდა.
კალაძის თქმით, ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით“, - წერს კალაძე.
მან ასევე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ბათუმში მომხდარი შემზარავი შემთხვევა საერთო ტრაგედიაა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს კალაძე.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
არჩევნები 2021
„ვწყვეტთ საარჩევნო კამპანიას“ - ბათუმის მერობის კანდიდატი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ახალი სტადიონი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
საბერძნეთთან მაყურებლის გარეშე - გადაწყვეტილება ბათუმის ტრაგედიას უკავშირდება
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0