https://sputnik-georgia.com/20211009/saberznettan-mayureblis-garese-gadawyvetileba-batumis-tragedias-ukavsirdeba-260394899.html
საბერძნეთთან მაყურებლის გარეშე - გადაწყვეტილება ბათუმის ტრაგედიას უკავშირდება
საბერძნეთთან მაყურებლის გარეშე - გადაწყვეტილება ბათუმის ტრაგედიას უკავშირდება
Sputnik საქართველო
მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა თავდაპირველად მატჩის გადადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. უკვე გაყიდული ბილეთების საფასური გულშემატკივარს... 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T15:27+0400
2021-10-09T15:27+0400
2021-10-09T15:27+0400
სპორტი
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_0:16:3067:1741_1920x0_80_0_0_e945fd32318deaa094ca77d44c1dbfc2.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.ფედერაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ფედერაცია ასევე მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ მატჩის გადადების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფასა და უეფას, მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილდა.საქართველო-საბერძნეთის მატჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები კი მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვლენ. ფედერაციაში ასევე აცხადებენ, რომ გულშემატკივარს, რომელსაც შეძენილი ჰქონდა შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი, საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ყველა ბილეთი არასრულ ორ დღეში გაიყიდა.უწყებათაშორისი საბჭოს 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის 33% უნდა დასწრებოდა.ეროვნული გუნდი დღეს, 9 ოქტომბერს 20:00 საათზე საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი ქართველი ფეხბურთელები კოსოვოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211009/saqartvelo-saberzneti-faqtebi-matcamde-da-ertiertsexvedrebis-statistika-260391715.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_317:0:3046:2047_1920x0_80_0_0_45025ddf4fe8f03426df58f75e8787f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
სპორტი, ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
საბერძნეთთან მაყურებლის გარეშე - გადაწყვეტილება ბათუმის ტრაგედიას უკავშირდება
მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა თავდაპირველად მატჩის გადადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. უკვე გაყიდული ბილეთების საფასური გულშემატკივარს სრულად აუნაზღაურდება, აცხადებენ ფედერაციაში.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ავრცელებს.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ფედერაცია ასევე მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ მატჩის გადადების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფასა და უეფას, მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილდა.
„მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეს. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება მატჩზე მაყურებლის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი, სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება“, - აცხადებენ ფედერაციაში.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები კი მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვლენ. ფედერაციაში ასევე აცხადებენ, რომ გულშემატკივარს, რომელსაც შეძენილი ჰქონდა შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი, საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ყველა ბილეთი არასრულ ორ დღეში გაიყიდა.
უწყებათაშორისი საბჭოს 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის 33% უნდა დასწრებოდა.
ეროვნული გუნდი დღეს, 9 ოქტომბერს 20:00 საათზე საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი ქართველი ფეხბურთელები კოსოვოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.