https://sputnik-georgia.com/20211009/saqartvelo-saberzneti-faqtebi-matcamde-da-ertiertsexvedrebis-statistika-260391715.html
საქართველო-საბერძნეთი: ფაქტები მატჩამდე და ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
საქართველო-საბერძნეთი: ფაქტები მატჩამდე და ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დღევანდელ მატჩს ბათუმში გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. მეტოქეები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არც ერთ შემთხვევაში... 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T13:50+0400
2021-10-09T13:50+0400
2021-10-09T13:50+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22874/14/228741417_477:24:1947:851_1920x0_80_0_0_7583396995286bf5d32f11fab9f3f35a.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და საბერძნეთს შორის დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩს ლიეტუველი არბიტრთა გუნდი მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის დონატას რუსმასი იქნება, მისი ასისტენტები კი ალექსანდრ რადიოსი და დოვიდას სუზიედელისი იქნებიან. მეოთხე, სათადარიგო არბიტრის როლს ლიეტუველი რობერტას სმიტასი მოირგებს. რაც შეეხება ვიდეო-რეფერის (VAR), ეკრანთან ნიდერლანდელი იოჰემ კამპუისი იქნება, მის ასისტენტად კი თანამემამულე ჯოეი კუი იმუშავებს.საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთ ქულა აქვს მოპოვებული და ის ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნებმა“ ერთადერთი ქულა სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში მოიპოვეს (1:1). რაც შეეხება ბერძნებს, მათ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში არც ერთხელ არ წაუგიათ. საბერძნეთის ნაკრები სამი ფრისა და ერთი გამარჯვების შემდეგ ექვსი ქულით მესამე ადგილს იკავებს.ბათუმის სტადიონზე შეხვედრას დაახლოებით 7 ათასი გულშემატკივარი დაესწრება, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 33%-ს შეადგენს.სტადიონზე მისულმა პირებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, ვილი სანიოლის გუნდს ავსტრიული „შტურმის“ შემტევი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდება, საბერძნეთთან წინა შეხვედრებში მიღებული გაფრთხილებების გამო ვერ ითამაშებენ გურამ კაშია (ბრატისლავა, „სლოვანი“) და გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის „დინამო“). მიუხედავად დანაკლისისა, საქართველოს ნაკრებში შესაძლოა პირველად ვიხილოთ ახალგაზრდა ოთხეული, რომელზეც დიდი იმედები მყარდება. ტრავმები მოიშუშა ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ და სათამაშოდ მზადაა. მწყობრში არიან ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანი, „რუბინი“), გიორგი წიტაიშვილი (ოდესა, „ჩერნომორეცი“) და გიორგი მიქაუტაძეც (ბელგია, „სერენი“).ამ დრომდე ნაკრებები ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრიან, საქართველოს ნაკრებს კი არც ერთი გამარჯვება არ აქვს. გუნდებს შორის აქამდე ორი ფრე დაფიქსირდა, ხოლო ბერძნებმა ექვსჯერ მოიგეს.
https://sputnik-georgia.com/20211007/fexburti-saqartvelo-saberznetis-matcze-dasaswrebi-yvela-bileti-gaiyida-260331499.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22874/14/228741417_744:24:1701:742_1920x0_80_0_0_93bdceceb413e295c2ca81869449046e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
საქართველო-საბერძნეთი: ფაქტები მატჩამდე და ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
დღევანდელ მატჩს ბათუმში გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. მეტოქეები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არც ერთ შემთხვევაში არ მოუგია.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და საბერძნეთს შორის დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩს ლიეტუველი არბიტრთა გუნდი მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის დონატას რუსმასი იქნება, მისი ასისტენტები კი ალექსანდრ რადიოსი და დოვიდას სუზიედელისი იქნებიან. მეოთხე, სათადარიგო არბიტრის როლს ლიეტუველი რობერტას სმიტასი მოირგებს. რაც შეეხება ვიდეო-რეფერის (VAR), ეკრანთან ნიდერლანდელი იოჰემ კამპუისი იქნება, მის ასისტენტად კი თანამემამულე ჯოეი კუი იმუშავებს.
საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთ ქულა აქვს მოპოვებული და ის ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნებმა“ ერთადერთი ქულა სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში მოიპოვეს (1:1). რაც შეეხება ბერძნებს, მათ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში არც ერთხელ არ წაუგიათ. საბერძნეთის ნაკრები სამი ფრისა და ერთი გამარჯვების შემდეგ ექვსი ქულით მესამე ადგილს იკავებს.
ბათუმის სტადიონზე შეხვედრას დაახლოებით 7 ათასი გულშემატკივარი დაესწრება, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 33%-ს შეადგენს.
სტადიონზე მისულმა პირებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, ვილი სანიოლის გუნდს ავსტრიული „შტურმის“ შემტევი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდება, საბერძნეთთან წინა შეხვედრებში მიღებული გაფრთხილებების გამო ვერ ითამაშებენ გურამ კაშია (ბრატისლავა, „სლოვანი“) და გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის „დინამო“). მიუხედავად დანაკლისისა, საქართველოს ნაკრებში შესაძლოა პირველად ვიხილოთ ახალგაზრდა ოთხეული, რომელზეც დიდი იმედები მყარდება. ტრავმები მოიშუშა ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ და სათამაშოდ მზადაა. მწყობრში არიან ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანი, „რუბინი“), გიორგი წიტაიშვილი (ოდესა, „ჩერნომორეცი“) და გიორგი მიქაუტაძეც (ბელგია, „სერენი“).
ამ დრომდე ნაკრებები ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრიან, საქართველოს ნაკრებს კი არც ერთი გამარჯვება არ აქვს. გუნდებს შორის აქამდე ორი ფრე დაფიქსირდა, ხოლო ბერძნებმა ექვსჯერ მოიგეს.