https://sputnik-georgia.com/20211007/fexburti-saqartvelo-saberznetis-matcze-dasaswrebi-yvela-bileti-gaiyida-260331499.html
ფეხბურთი: საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა
ფეხბურთი: საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა
Sputnik საქართველო
საერთო ჯამში გაიყიდა 6,6 ათასი ბილეთი, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 30%-ს შეადგენს 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T19:10+0400
2021-10-07T19:10+0400
2021-10-07T19:10+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/59/248895905_0:0:979:550_1920x0_80_0_0_d1a1ed7b7f0f137a39a8546a5280de97.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო-2022-ის საქართველო-საბერძნეთის შესარჩევი მატჩის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. მატჩი 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.საერთო ჯამში გაიყიდა 6,6 ათასი ბილეთი, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 30%-ს შეადგენს. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, მატჩზე სწორედ ამდენი ქომაგი დაიშვება.სტადიონზე მისულმა პირებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.სტადიონზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია და ატაროს პირბადე.მსოფლიო-2022-ის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოს ნაკრებსა და კოსოვოს შორის (0:1) ბათუმში ეპიდსიტუაციის გამო მაყურებელი არ ესწრებოდა.საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის შესარჩევი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
https://sputnik-georgia.com/20211005/safexburto-nakrebma-mzadeba-daiwyo-260233396.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/59/248895905_119:0:852:550_1920x0_80_0_0_4a40d825da5d5bd08d4231a78e9d7e35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ფეხბურთი: საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა
საერთო ჯამში გაიყიდა 6,6 ათასი ბილეთი, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 30%-ს შეადგენს
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო-2022-ის საქართველო-საბერძნეთის შესარჩევი მატჩის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა, იუწყება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. მატჩი 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.
საერთო ჯამში გაიყიდა 6,6 ათასი ბილეთი, რაც ბათუმის სტადიონის ტევადობის 30%-ს შეადგენს. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, მატჩზე სწორედ ამდენი ქომაგი დაიშვება.
სტადიონზე მისულმა პირებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
სტადიონზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია და ატაროს პირბადე.
მსოფლიო-2022-ის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოს ნაკრებსა და კოსოვოს შორის (0:1) ბათუმში ეპიდსიტუაციის გამო მაყურებელი არ ესწრებოდა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის შესარჩევი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.