საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

© Facebook / Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ეროვნული ნაკრების საწვრთნელ პროცესში თავდაპირველად 17 ფეხბურთელი ჩაერთო. ვილი სანიოლის გუნდს დანარჩენი ლეგიონერები 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყო, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ვილი სანიოლის გუნდი ამ დროისათვის არასრული შემადგენლობით არის შეკრებილი. საწვრთნელ პროცესში საქართველოს ნაკრების 17 ფეხბურთელი ჩაერთო. ნაკრებს 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია. გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს და ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.
ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ კომენტარი გააკეთა თურქული „ჰატაისპორის“ თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ. როგორც მან აღნიშნა, პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და გუნდი მომავალ შეხვედრებს კარგი განწყობით ხვდება.
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
ვილი სანიოლმა მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
„ძალიან კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და სრულად მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ. საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად ძალიან გვსურს გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ“, – აღნიშნა ლობჟანიძემ.
ვილი სანიოლმა მომავალი მატჩებისთვის სათამაშოდ 25 ფეხბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ გუნდს ტრავმის გამო ავსტრიული „შტურმის“ შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია („რაკუვი“, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)​.
ეროვნული გუნდი თავდაპირველად 9 ოქტომბერს საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი ქართველი ფეხბურთელები კოსოვოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0