https://sputnik-georgia.com/20211009/vwyvett-saarcevno-kampanias-batumis-merobis-kandidati-momxdar-tragedias-exmaurebaexmaureba-260394718.html
„ვწყვეტთ საარჩევნო კამპანიას“ - ბათუმის მერობის კანდიდატი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
„ვწყვეტთ საარჩევნო კამპანიას“ - ბათუმის მერობის კანდიდატი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
Sputnik საქართველო
ბათუმში 9 ოქტომბერს ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევას რვა ადამიანი ემსხვერპლა. 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T15:16+0400
2021-10-09T15:16+0400
2021-10-09T17:10+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260392315_0:50:1281:770_1920x0_80_0_0_1b7d08ad88daa75dd77821cef21ca272.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. პაექრობისა და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია, განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ. საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ბათუმის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმების 41,965% მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს ამომრჩეველთა 41,075%-მა მისცა ხმა. საქართველოში 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.გიორგი კირთაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ის ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.საავადმყოფოში იმყოფება ერთი დაშავებული მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211009/batumsi-saxlis-camongrevis-momentidan-24-saati-gavida-bolo-informacia-260394371.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260392315_66:0:1205:854_1920x0_80_0_0_9904d3735f65b845e191f48ef9de0887.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში
„ვწყვეტთ საარჩევნო კამპანიას“ - ბათუმის მერობის კანდიდატი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
15:16 09.10.2021 (განახლებულია: 17:10 09.10.2021) ბათუმში 9 ოქტომბერს ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევას რვა ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. პაექრობისა და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია,
განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ბათუმის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმების 41,965% მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს ამომრჩეველთა 41,075%-მა მისცა ხმა. საქართველოში 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
გიორგი კირთაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ის ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
„ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან“, - აცხადებს გიორგი კირთაძე.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
საავადმყოფოში იმყოფება ერთი დაშავებული მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.