ბათუმში სახლის ჩამონგრევის მომენტიდან 24 საათი გავიდა: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Vladimir UmikashviliФото с места обрушения подъезда жилого дома в Батуми. Спасатели ищут выживших
Фото с места обрушения подъезда жилого дома в Батуми. Спасатели ищут выживших - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევიდან 24 საათი გავიდა, მაშველებმა შვიდი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, ნანგრევებში საძიებო სამუშაოები გრძელდება.
ტრაგედიის ადგილთან რჩებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მაშველების მოქმედებებს აკვირდებიან. მათი ნაწილი მთელი ღამე ლოცულობდა და ეხმარებოდა მაშველებს, ზოგმა ცხელი სასმელი მიიტანა, ზოგმა კი წყალი.
8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა.
ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, ორი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ქვეყანა სამძიმრებს იღებს. დაღუპულთა ოჯახებს პირველი სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ახლახან სამძიმრის წერილი გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.

ტრაგედიის მსხვერპლი

სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად პირველი დაშავდა ორი წლის ბავშვი. მას სადარბაზოსთან ახლოს მდგომ მანქანაში ეძინა, სანამ დედამისი ექიმთან ვიზიტზე იყო.
თვითმხილველებმა და მაშველებმა ერთობლივი ძალებით გაწიეს ბეტონის თაღი, რომელიც მანქანას დაეცა და ბავშვი ამოიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს.
შემდეგ 8 საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 36 წლის ინგა მეკეიძე იპოვეს. ტრაგედიის მომენტში ის ერთი და ცხრა წლის შვილებთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
ქალი იყო ცოცხალი, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში. სასწრაფოში მას პირველად გაუჩერდა გული, შემდეგ გულისცემა აღადგინეს და მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. ინგა მეკეიძე დღეს დილით გარდაიცვალა.
ბათუმში სახლის დანგრევის ადგილი. გადაღებულია დრონიდან - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ამ დროისთვის მაშველებმა ნანგრევებში მისი ორი შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ინგა მეკეიძის შემდეგ მაშველებმა 37 წლის ზვიად თავდგირიძე ამოიყვანეს. ტრაგედიის მომენტში ის სახლში იმყოფებოდა, მისი ოჯახის წევრები კი სასეირნოდ იყვნენ.
ამ დროისთვის ზვიად თავდგირიძე რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მას აღენიშნება ტრავმული შოკი, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, კოჭ-წვივის სახსრის ღია მოტეხილობა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური.
მაშველებმა ნანგრევებში ასევე იპოვეს ორი მამაკაცის და 81 წლის ქალის ცხედარი, მოგვიანებით ქალის და მისი 12 წლის შვილის ცხედრები.
კიდევ ერთი ადამიანის ძებნა გრძელდება.

ტრაგედიის მიზეზები

26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლი 70-იან წლებშია აშენებული და იმ დროიდან რამდენჯერმე მოხდა მისი გადაკეთება. თავდაპირველად განხორციელდა ორი სართული დაშენება და ტიპური „ხრუშოვკა“ შვიდსართულიან შენობად იქცა, შემდგომში შენობის გარედან ლიფტი დამონტაჟდა.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სართულზე არსებული ფართის მფლობელმა სარდაფის და ბინის ფართების გაერთიანების თხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა, მაგრამ ნახაზების არარსებობის გამო ოფიციალური რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
ამ დროისთვის დაკავებულია ბინის მფლობელი და ორი მუშა, რომლებიც მისი მითითებით რემონტს ახორციელებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანგრევების გაწმენდის და სამაშველო-საძიებო ოპერაციის დასრულების შემდეგ მასშტაბური ტრაგედიის რეალური მიზეზების დასადგენად ექსპერტიზები დაინიშნება. გარდა ამისა, გეოლოგები შეისწავლიან მიმდებარე შენობების მდგრადობას და იქ ცხოვრების უსაფრთხოებას.
ყველა ახალი ამბავი
0