მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19-ის წარმოშობა: ჩინეთში სისხლის ათასობით ნიმუშის ანალიზი იწყება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ნიმუში
სისხლის ნიმუში  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის SARS-CoV-2-ის წარმოშობის გამოძიების ფარგლებში ჩინეთის ქალაქ უჰანის სისხლის ბანკში დაცული ათასობით ნიმუშის შესწავლა გადაწყდა, იუწყება ტელეარხი CNN.
ტელეარხის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ ბანკში დაცული სისხლის 200 ათასი ნიმუში, მათ შორის, 2019 წლის ბოლო თვეებში აღებული სინჯები, შესაძლოა ატარებდეს ინფორმაციას ვირუსის წარმოშობის შესახებ.
ჯანმოს ექსპერტები - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მსოფლიო დღეს
გებრეიესუსის მოთხოვნით: ჯანმო ვირუსის წარმოშობის გამოძიებას განაახლებს
როგორც ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, ბანკში სისხლის ნიმუშები ორი წლის განმავლობაში ინახება იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი დონორობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სასამართლო პროცესისთვის გახდება საჭირო მტკიცებულებების სახით.
ახლა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში აღებული ნიმუშების შენახვის ორწლიანი ვადა დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა აცნობა ტელეარხს, ანალიზისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია და ის მაშინ დაიწყება, როდესაც ორწლიანი ვადა ამოიწურება.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ანალიზზე მხოლოდ ჩინელი ექსპერტები იმუშავებენ, ტესტირების შედეგებს კი როგორც ჩინელ, ისე უცხოელ ექსპერტებს გადასცემენ.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა მორინ მილერმა მოუწოდა ჩინეთს, ნება დართოს უცხოელ ექსპერტებს, დააკვირდნენ ტესტირების პროცესს.

„არავინ არ დაიჯერებს ჩინეთის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუ პროცესს კვალიფიცირებული დამკვირვებლები არ დაესწრებიან“, — განაცხადა მან.

მანამდე ვირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმყოფებოდა. ისინი ეწვივნენ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, ასევე ლაბორატორია BSL-4-ს, რომელსაც უკავშირდება ვირუსის გაჟონვასთან დაკავშირებული ხმები. გარდა ამისა, მეცნიერებმა მოინახულეს ზღვის პროდუქტების ბაზარი „ჰუანანი“, საავადმყოფო და დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრიც.
კორონავირუსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
მსოფლიო დღეს
აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ
საერთაშორისო ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, ვირუსი SARS-CoV-2, დიდი ალბათობით, ადამიანს ღამურებისგან გადაედო სხვა ცხოველის გავლით. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალისტებმა ვირუსის წყარო ვერ დაადგინეს, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ვერსიის გამოძიება მოითხოვა.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ღია წყაროებსა და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ვირუსი უჰანის ლაბორატორიაშია წარმოშობილი. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტები, თავის მხრივ, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი უჰანში შესაძლოა გაყინული პროდუქტების შეფუთვებიდან მოხვდა. მანამდე იგივე ჰიპოთეზა წამოაყენა ჯანმოს სამუშაო ჯგუფმაც, თუმცა ის პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს.
ყველა ახალი ამბავი
0