https://sputnik-georgia.com/20210828/ass-is-dazvervam-gamoaqveyna-moxseneba-covid-19-is-warmomavlobis-sesaxeb-258822296.html
აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ
აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ
Sputnik საქართველო
სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის აფეთქებამდე მის შესახებ არ იცოდა 28.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-28T12:52+0400
2021-08-28T12:52+0400
2023-07-20T15:52+0400
covid-19
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0f/248980191_0:0:2622:1475_1920x0_80_0_0_d614de02c053a6c5fd9c5e62061dc9ef.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ კორონავირუსი არ შექმნილა როგორც ბიოლოგიური იარაღი, ნათქვამია მოხსენებაში ინფექციის წარმოშობის წყაროების შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მომზადდა, ამის შესახებ წერს РИА Новости.გამოძიება 90 დღეს გაგრძელდა, დაზვერვამ რიგ საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწია.„უწყებების უმრავლესობა ასევე დაბალი დამაჯერებლობით ვარაუდობს, რომ SARS-CoV-2, სავარაუდოდ, არ შექმნილა გენური ინჟინერიის გამოყენებით“, - ნათქვამია დოკუმენტის საჯარო ნაწილში, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ამასთან ერთად, გამოძიების მონაწილეებმა ერთიან თვალსაზრისს ვერ მიაღწიეს. კორონავირუსის წარმომავლობის ვერსიებს შორის ორი შესაძლო ვარიანტი განიხილება: „ბუნებრივი კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან და ინციდენტი, რომელიც ლაბორატორიაში მოხდა“.„სავარაუდოდ, COVID-19-ის წარმომავლობის საბოლოო შეფასებისთვის საჭირო გახდება ჩინეთის ხელისუფლების თანამშრომლობა. მაგრამ პეკინი კვლავ აფწრხებს გლობალურ გამოძიებას, ეწინააღმდეგება ინფორმაციის გაცვლას და ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს. ეს ქმედებები ნაწილობრივ აჩვენებს ჩინეთის მთავრობის არცოდნას იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს გამოძიებას, ასევე იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხს ჩინეთზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ პეკინი არ მიისწრაფვის გამჭვირვალობისკენ.აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ დამშვიდდება“, სანამ პასუხებს არ მიიღებს.ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ, თავის მხრივ, გააკრიტიკა ამერიკის დაზვერვის მოხსენება.„აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილი მოხსენება მეცნიერულად არადამაჯერებელია. წარმომავლობის დადგენა - მეცნიერების საქმეა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერები უნდა იკვლევდნენ, და არა დაზვერვის ექსპერტები“, - ნათქვამია დიპმისიის ვებგვერდზე.ჩინეთი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ის აფერხებს გამოძიებას, არ სურს გაუზიაროს მსოფლიო საზოგადოებას ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში. დიპმისიაში აღნიშნეს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის დაზვერვას მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა და „სრულიად ღიად და გამჭვირვალედ“ ითანამშრომლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო).ჩინური მხარის თქმით, დაზვერვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ვაშინგტონის მისწრაფებაა „იაროს პოლიტიკური მანიპულაციების მცდარი გზით“.„მოხსენება ეყრდნობა დანაშაულის პრეზუმციას ჩინეთის მიმართ და მიზნად ისახავს მხოლოდ იმას, რომ ის განტევების ვაცად წარმოაჩინოს“, - აღნიშნეს საელჩოში.
https://sputnik-georgia.com/20210531/mosazreba-amerikam-koronavirusSi-damnaSave-ipova-251884514.html
https://sputnik-georgia.com/20210604/aSS-CineTs-pandemiamde-daavadebuli-pirebis-samedicino-anketebis-gamoqveynebas-sTxovs-251928545.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0f/248980191_0:0:2622:1967_1920x0_80_0_0_5ef911de9f9ab633200ec88b9c3ec7de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ
12:52 28.08.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის აფეთქებამდე მის შესახებ არ იცოდა
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ კორონავირუსი არ შექმნილა როგორც ბიოლოგიური იარაღი, ნათქვამია მოხსენებაში ინფექციის წარმოშობის წყაროების შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მომზადდა, ამის შესახებ წერს
РИА Новости. გამოძიება 90 დღეს გაგრძელდა, დაზვერვამ რიგ საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწია.
„უწყებების უმრავლესობა ასევე დაბალი დამაჯერებლობით ვარაუდობს, რომ SARS-CoV-2, სავარაუდოდ, არ შექმნილა გენური ინჟინერიის გამოყენებით“, - ნათქვამია დოკუმენტის საჯარო ნაწილში, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან ერთად, გამოძიების მონაწილეებმა ერთიან თვალსაზრისს ვერ მიაღწიეს. კორონავირუსის წარმომავლობის ვერსიებს შორის ორი შესაძლო ვარიანტი განიხილება: „ბუნებრივი კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან და ინციდენტი, რომელიც ლაბორატორიაში მოხდა“.
„სავარაუდოდ, COVID-19-ის წარმომავლობის საბოლოო შეფასებისთვის საჭირო გახდება ჩინეთის ხელისუფლების თანამშრომლობა. მაგრამ პეკინი კვლავ აფწრხებს გლობალურ გამოძიებას, ეწინააღმდეგება ინფორმაციის გაცვლას და ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს. ეს ქმედებები ნაწილობრივ აჩვენებს ჩინეთის მთავრობის არცოდნას იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს გამოძიებას, ასევე იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხს ჩინეთზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ პეკინი არ მიისწრაფვის გამჭვირვალობისკენ.
„ამ პანდემიის წარმომავლობის შესახებ კრიტიკული ინფორმაცია ჩინეთში არსებობს, მაგრამ ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსნები თავიდანვე მუშაობდნენ იმაზე, რომ ის მიუწვდომელი გახადონ საერთაშორისო გამოძიების მონაწილეებისა და მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წევრებისათვის“, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ დამშვიდდება“, სანამ პასუხებს არ მიიღებს.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ, თავის მხრივ, გააკრიტიკა ამერიკის დაზვერვის მოხსენება.
„აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილი მოხსენება მეცნიერულად არადამაჯერებელია. წარმომავლობის დადგენა - მეცნიერების საქმეა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერები უნდა იკვლევდნენ, და არა დაზვერვის ექსპერტები“, - ნათქვამია დიპმისიის ვებგვერდზე.
ჩინეთი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ის აფერხებს გამოძიებას, არ სურს გაუზიაროს მსოფლიო საზოგადოებას ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში. დიპმისიაში აღნიშნეს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის დაზვერვას მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა და „სრულიად ღიად და გამჭვირვალედ“ ითანამშრომლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო).
ჩინური მხარის თქმით, დაზვერვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ვაშინგტონის მისწრაფებაა „იაროს პოლიტიკური მანიპულაციების მცდარი გზით“.
„მოხსენება ეყრდნობა დანაშაულის პრეზუმციას ჩინეთის მიმართ და მიზნად ისახავს მხოლოდ იმას, რომ ის განტევების ვაცად წარმოაჩინოს“, - აღნიშნეს საელჩოში.