რა წერია ანკეტებში? აშშ ჩინეთს პანდემიამდე დაავადებულთა ჩანაწერების გამოქვეყნებას სთხოვს

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკშიანალიზი კორონავირუსზე
ანალიზი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
ამერიკის მთავარ ინფექციონისტს სურს იხილოს იმ ცხრა ადამიანის სამედიცინო ანკეტები, რომლებიც ჩინეთში პანდემიამდე დაავადნენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ მოუწოდა ჩინეთს, გამოაქვეყნოს იმ ცხრა ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები, რომელთა აუხსნელი დაავადებაც წინ უძღოდა კორონავირუსის პანდემიას, მათ შორის, უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის სამი თანამშრომლისა, იუწყება გამოცემა Financial Times.

მეცნიერები ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
Daily Mail: მეცნიერებმა COVID-19-ის ხელოვნური წარმოშობის შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს

ფაუჩის აზრით, COVID-19-ის წარმოშობას ნათელს სწორედ უჰანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ჩანაწერები მოჰფენს, რომლებიც 2019 წლის ნოემბერში დაავადდნენ, და ასევე ექვსი სამთო მაღაროელისა, რომლებსაც 2012 წელს შეეყარათ ავადმყოფობა ღამურებით სავსე გამოქვაბულში მოხვედრის შემდეგ, და რომელთაგან სამი გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ აღნიშნულ გამოქვაბულს, რათა ღამურების სამედიცინო ნიმუშები აეღოთ.

„მე ვისურვებდი მენახა სამი ადამიანის შესახებ სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც 2019 წელს დაავადდნენ... თუ ისინი ნამდვილად გახდნენ ავად, საინტერესოა, რით?“ — ციტირებს გამოცემა ფაუჩის სიტყვებს.

გარდა ამისა, ამერიკის მთავარ ინფექციონისტს სურს გაეცნოს ცხრა წლის წინ დაავადებული სამთო მაღაროელების სამედიცინო ჩანაწერებსაც.

„რა არის აღწერილი ამ ადამიანების სამედიცინო ანკეტებში? ჰქონდათ თუ არა მათ ვირუსი? რა იყო ეს?“ — სვამს კითხვებს ფაუჩი.

მისი თქმით, სრულიად დასაშვებია, რომ SARS-CoV-2 ამ გამოქვაბულში გაჩნდა და „ვირუსი ან ბუნებრივი გზით გავრცელდა, ან ლაბორატორიის გავლით“.

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
არის თუ არა ხელოვნური: თეთრი სახლი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს

ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში კვლავ გამოჩნდა დასავლეთის ქვეყნების განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ლაბორატორიული წარმოშობისაა. თეთრმა სახლმა გავრცელა რელიზი, რომლის თანახმადაც, ვერსია, რომ კორონავირუსი უჰანის სამეცნიერო ლაბორატორიაში მომხდარი ავარიის შედეგად გავრცელდა, არ გამოირიცხება. ცნობილი გახდა ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ასევე შესაძლებლად მიიჩნევს SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გაჟონვას.

აღნიშნული ინფორმაციების პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ COVID-19-ის წარმოშობას მეცნიერები უნდა იკვლევდნენ და არა სპეცსამსახურები.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, ჯანმომ გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც უჰანში იმყოფებოდნენ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. ექსპერტებმა მაშინ COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობა „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ შეაფასეს.

შეერთებულმა შტატებმა და კიდევ 13-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების მიმართ ეჭვებია გამოთქმული და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად აუცილებელია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარება.

ყველა ახალი ამბავი
0