https://sputnik-georgia.com/20211012/xmalaze-tbilissi-avariuli-senobebi-axali-korpusebit-canacvldeba-260464996.html
ხმალაძე: თბილისში ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება
ხმალაძე: თბილისში ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება
Sputnik საქართველო
არაოფიციალური მონაცემებით, თბილისში 512 „ხრუშჩოვკაა“, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T11:31+0400
2021-10-12T11:31+0400
2021-10-12T16:43+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24158/76/241587687_0:54:2000:1179_1920x0_80_0_0_c299a4f2b26b3302845a34f258a0fd8b.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ავარიული შენობის გამაგრება – ეს არის დროებითი გადაწყვეტა, თბილისის მერიამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ავარიულ კორპუსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა, ამჟამად კი 62 შენობის გამაგრება მიმდინარეობს.როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველი ხდება ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.მისი განცხადებით, თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია ე.წ. ხრუშჩოვკებით.„ავარიული შენობები ამ ხარისხს იძენს ან ვადის გასვლის გამო, ან ავარიული მიშენებების გამო – ეს მავნე პრაქტიკა უკვე ათეული წლებია ქვეყანაში გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4-5 სართულიანი ე.წ. ხრუშჩოვკები. მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა, ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე“, – განაცხადა მერის მოადგილემ.ხმალაძის მტკიცებით, მერია დროულად ატარებს ექსპერტიზას, აფრთხილებს მოსახლეობას და სარეაბილიტაციო–გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს.ავარიული „ხრუშჩოვკების“ თანამედროვე სახლებით ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში, თავისი პირველი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააცნო. კალაძის განცხადებით, ზოგიერთ სახლს ავარიულობის ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.კალაძის ინიციატივა: რამდენი დაუჯდება თბილისის მერიას „ხუშჩოვკების“ შეცვლა?>>ძველი ხუთსართულიანი სახლების დანგრევის საჭიროება იმიტომ დგას, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა. 1960-იან წლებში აშენებული სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წლით განისაზღვრებოდა.
https://sputnik-georgia.com/20211009/nino-lomjaria-ukanono-mseneblobebze-zedamxedvelobis-gamkacrebis-iniciativit-gamovida-260400761.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24158/76/241587687_178:0:1823:1234_1920x0_80_0_0_cf5127e593a875093edfa8a18633b17d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია
თბილისი დღეს, თბილისის მერია
ხმალაძე: თბილისში ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება
11:31 12.10.2021 (განახლებულია: 16:43 12.10.2021) არაოფიციალური მონაცემებით, თბილისში 512 „ხრუშჩოვკაა“, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ავარიული შენობის გამაგრება – ეს არის დროებითი გადაწყვეტა, თბილისის მერიამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „
360 გრადუსი“ავარიულ კორპუსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა, ამჟამად კი 62 შენობის გამაგრება მიმდინარეობს.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველი ხდება ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.
მისი განცხადებით, თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია ე.წ. ხრუშჩოვკებით.
„ავარიული შენობები ამ ხარისხს იძენს ან ვადის გასვლის გამო, ან ავარიული მიშენებების გამო – ეს მავნე პრაქტიკა უკვე ათეული წლებია ქვეყანაში გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4-5 სართულიანი ე.წ. ხრუშჩოვკები. მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა, ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
ხმალაძის მტკიცებით, მერია დროულად ატარებს ექსპერტიზას, აფრთხილებს მოსახლეობას და სარეაბილიტაციო–გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს.
ავარიული „ხრუშჩოვკების“ თანამედროვე სახლებით ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში, თავისი პირველი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააცნო. კალაძის განცხადებით, ზოგიერთ სახლს ავარიულობის ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
ძველი ხუთსართულიანი სახლების დანგრევის საჭიროება იმიტომ დგას, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა. 1960-იან წლებში აშენებული სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წლით განისაზღვრებოდა.