VR-დეტექტივი РИА Новости-სგან: საგენტომ ახალი პროექტი დააანონსა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიОнлайн-конференция о запуске проекта "VR-расследование: преступления главных нацистов Рейха против человечества"
Онлайн-конференция о запуске проекта VR-расследование: преступления главных нацистов Рейха против человечества - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რაში მდგომარეობს მეოცე საუკუნის მთავარი სასამართლო პროცესის — ნიურნბერგის ტრიბუნალის დასრულების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი РИА Новости-ს ახალი ვირტუალური რეალობის გასართობი და ჟურნალისტური პროექტის უნიკალურობა, მედიაჯგუფ Россия сегодня-ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში განმარტეს.
VR-პროექტი სააგენტო РИА Новости-ს, ისტორიკოსებისა და МХАТ-ის მსახიობების ერთობლივი ნამუშევარია რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების მხარდაჭერით. VR-ისტორია დოკუმენტური დეტექტივის ჟანრშია აგებული, რომელშიც იუზერმა ტრიბუნალის მთავარი მოპასუხეების — მესამე რაიხის ლიდერების დანაშაულთა მტკიცებულებები უნდა იპოვოს.
ნიურნბერგის პროცესი 1945-46 წლები - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2020
„ნიურნბერგის გაკვეთილები“ - სამი მთავარი მითი მეორე მსოფლიო ომზე
ისტორიის დასაწყისში მომხმარებელი შპანდაუს ციხის სასადილოში ჩნდება — სცენაში, რომელიც ერთ-ერთ ლეგენდარულ ფოტოზეა აღბეჭდილი. მის წინაშე არიან განსასჯელები, რომლებიც მშვიდად სადილობენ: გერინგი, დენიცი, როზენბერგი, ფონ რიბენტროპი და ფონ შირახი. იუზერი ყველა მათგანზე შეხებით დამნაშავეთა წარსულში იწყებს მოგზაურობას. ის აღმოჩნდება: მიუნხენში მდებარე ლუდის ბარში, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ბალდურ ფონ შირახი ნაცისტური პარტიის მაღალჩინოსნებთან ერთად, და სადაც მან ჰიტლერის გამოსვლისთვის მთელი დარბაზი ახალგაზრდობა შეკრიბა; კარლ დენიცის კერძო სახლში, სადაც ის შპანდაუს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე; იოაჰიმ ფონ რიბენტროპის ვილაში, სადაც ის მაღალი საზოგადოებისთვის მართავდა ხოლმე მიღებებს და მოუწოდებდა მათ, მხარი დაეჭირათ ჰიტლერისთვის; ასევე კრემატორიუმის ღუმელთან.
იუზერის ამოცანაა – მშვიდობიან გარემოში მოძებნოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები. სამხილების პოვნის შემდეგ ის დამაჯერებელ დოსიეს შეკრებს, რომელიც დაედო კიდეც საფუძვლად 1946 წელს ნიურნბერგის სასამართლოს ვერდიქტს.
განათლებისთვის პროექტის მნიშვნელობაზე მისმა წამყვანმა ექსპერტმა ნიკოლაი პარხიტკომ ისაუბრა.

„დასავლეთში, სადაც რუსეთთან თუ სსრკ-სთან დაკავშირებული კრიტიკული ინფორმაციის მიღება უჭირთ, თანმიმდევრულად ყალიბდება ისტორიული სინამდვილის დამახინჯებული სურათი, რასაც, თავის მხრივ, საერთაშორისო დაძაბულობის ზრდა და, რაც ყველაზე საშიშია, ხალხთა შორის გათიშულობა მოსდევს — სსრკ-ის ხალხთა ჩათვლით“.

სამეცნიერო-კვლევითი ფონდი „ციფრული ისტორიის“ დირექტორმა იგორ იაკოვლევმა კი აღნიშნა, რაოდენ აქტუალურია VR-დეტექტივი „ისტორიის დამამახინჯებელი, აშკარად პროპაგანდისტული ხასიათის“ სულ უფრო მეტი პროექტის პირობებში.

„ნიურნბერგის პროცესი ძალიან აქტუალური თემაა რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რევიზიონიზმი ისტორიულადაც იზრდება და პოლიტიკურადაც. ბევრისთვის ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება, მეორე მსოფლიო ომის შედეგი უხერხული აღმოჩნდა როგორც პოლიტიკურად, ისე იდეოლოგიურად. არსებობს ძალები, რომლებიც ომში დამნაშავედ სსრკ-ის გამოცხადებას ისურვებდნენ. ნიურნბერგის მასალების შესწავლა საუკეთესო „ანტიდოტია“ მსგავსი რევიზიონიზმისთვის“, – თქვა მან.

პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ VR ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია და პერსპექტიული ჟურნალისტიკასა და ხელოვნებაში.
ვირტუალური რეალობა — ეს ინტენსიურად და ზეპროგნოზირებადად მზარდი სეგმენტია სხვადასხვა მიმართულებით: განათლებაში, კულტურაში, მედიცინაში, მედიაში, გასართობ ინდუსტრიასა თუ მრეწველობაში. ჯერჯერობით ეს სეგმენტი „ბრმა ზონაა“ მედიასაშუალებების უმეტესობისთვის, თუმცა დღეს უკვე მილიონობით ახალგაზრდა სწორედ VR ფორმატს ანიჭებს ყველაზე მეტ უპირატესობას.
პროექტ „უკვდავი მახსოვრობის“ პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
„როსია სეგოდნიამ“ საერთაშორისო პროექტი „უკვდავი მეხსიერება“ წარმოადგინა
როგორც პრესკონფერენციის მოდერატორმა ნატალია ლოსევამ აღნიშნა:

„ჩვენ მადლობელი ვართ რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოებისა და მოსკოვის სამხატვრო თეატრის თანამშრომლობისა ახალი ჟანრში ექსპერიმენტისთვის, რომელსაც უდავოდ აქვს სამომხმარებლო მომავალი. ამას მოწმობს სტატისტიკა და მომავალი წლისთვის ანონსირებული VR/AR სათვალეების პრემიერები და ზოგადად ტექნოლოგიის განვითარება სხვადასხვა დარგში. დღეს VR აქტიურად გამოიყენება განათლებაში, მედიცინაში, გასართობ ინდუსტრიაში, თამაშების სეგმენტში. დადგა დრო ისტორიის თხრობისთვისაც. უფრო სწორად, მასალაში ჩაძირვით „მომენტის ცხოვრება“. კვლევები აჩვენებს, რომ შთაბეჭდილება, მასალის, ფაქტების ათვისება სრულფასოვან VR-ში შთამბეჭდავად აღემატება ინფორმაციის გადაცემის სხვა ცნობილ საშუალებებს. ხოლო ტექნოლოგიის შესაძლებლობები ასტიმულირებს ახალი ფორმატის დაბადებას. ჩვენს პროექტში ეს არის ჟურნალისტიკის, მსახიობობის, სამეცნიერო კვლევისა და თამაშის ერთობლიობა“.

VR-დეტექტივი МХАТ-ის წამყვანმა მსახიობებმა გაახმოვანეს — ვლადიმირ ხალტურინმა, ვლადიმირ როვინსკიმ, კირილ ანანიევმა, ვალენტინ კლემენტიევმა, გენადი კოჩკოჟაროვმა და ნიკიტა პომერანცევმა.
ყველა ახალი ამბავი
0