https://sputnik-georgia.com/20211012/tbilissi-gaimarteba-sexvedra-rusuli-kulturis-gamocenil-morvaweebtan-260481784.html
თბილისში გაიმართება შეხვედრა რუსული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან
თბილისში გაიმართება შეხვედრა რუსული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან
Sputnik საქართველო
„საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ შეკრებს პედაგოგებს, მსახიობებს, რეჟისორებს, კინოსცენარისტებსა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებს. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T18:18+0400
2021-10-12T18:18+0400
2023-08-17T19:45+0400
რუსეთი
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23109/83/231098326_112:219:1500:1000_1920x0_80_0_0_c96b17644063af5b994b513ad5d55fd3.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრები რუსული კულტურის – თეატრის, ლიტერატურის, ასევე მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებთან. შეხვედრები 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისში გაიმართება.ქართულ-რუსული კულტურული კავშირების გააქტიურებისკენ მიმართული ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ (Русский клуб) ფონდ Русский мир-ის მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო.თბილისის მწერალთა სახლი ავტორებს სარეზიდენციო პროექტში ეპატიჟება>>ორი თვის განმავლობაში თბილისის საზოგადოების წინაშე გამოვლენ თეატრისა და კინოს მსახიობი, პედაგოგი ოლეგ პალმოვი (სანქტ-პეტერბურგი), რეჟისორი, თეატრის მკვლევარი, რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სერგეი ჩერკასკი (სანქტ-პეტერბურგი), პოეტი, დრამატურგი, კინოსცენარისტი ელენა ისაევა (მოსკოვი), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ა. სოლჟენიცინის სახელობის რუსეთის საზღვარგარეთ არსებული კვლევითი ცენტრის კულტურის დეპარტამენტის უფროსი ტატიანა მარჩენკო (მოსკოვი).შემოქმედებითი შეხვედრების პროგრამაშია:ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებების მიზნობრივი აუდიტორია თბილისის კულტურის წარმომადგენლები იქნებიან – მსახიობები, რეჟისორები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23109/83/231098326_415:248:1417:1000_1920x0_80_0_0_e8ed4decd432e7717b97e38d36767a65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
რუსეთი, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
თბილისში გაიმართება შეხვედრა რუსული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან
18:18 12.10.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) „საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ შეკრებს პედაგოგებს, მსახიობებს, რეჟისორებს, კინოსცენარისტებსა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრები რუსული კულტურის – თეატრის, ლიტერატურის, ასევე მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებთან. შეხვედრები 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისში გაიმართება.
ქართულ-რუსული კულტურული კავშირების გააქტიურებისკენ მიმართული ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ (Русский клуб) ფონდ Русский мир-ის მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო
Sputnik-საქართველო.
ორი თვის განმავლობაში თბილისის საზოგადოების წინაშე გამოვლენ თეატრისა და კინოს მსახიობი, პედაგოგი ოლეგ პალმოვი (სანქტ-პეტერბურგი), რეჟისორი, თეატრის მკვლევარი, რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სერგეი ჩერკასკი (სანქტ-პეტერბურგი), პოეტი, დრამატურგი, კინოსცენარისტი ელენა ისაევა (მოსკოვი), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ა. სოლჟენიცინის სახელობის რუსეთის საზღვარგარეთ არსებული კვლევითი ცენტრის კულტურის დეპარტამენტის უფროსი ტატიანა მარჩენკო (მოსკოვი).
შემოქმედებითი შეხვედრების პროგრამაშია:
მონოსპექტაკლი „მიყვარდით... მიყვარხართ!“ და ოლეგ პალმოვის მასტერ-კლასი;
სერგეი ჩერკასკის ლექციები თემაზე „სტანისლავსკის სისტემის მსოფლიო განვითარება: 100 წელი“ და მასტერ-კლასი „სტანისლავსკის სისტემა და სტრასბერგის მეთოდი: პირველი პრაქტიკული ნაბიჯები“;
ელენა ისაევას ლექციები „თანამედროვე რუსული დრამატურგია“;
ტატიანა მარჩენკოს ლექციები „ბუნინი დოსტოევსკისებრად: პოეტიკა და ცხოვრება“. ეძღვნება დოსტოევსკის 200 და ბუნინის 150 წლისთავს.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებების მიზნობრივი აუდიტორია თბილისის კულტურის წარმომადგენლები იქნებიან – მსახიობები, რეჟისორები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტები.