თბილისის მწერალთა სახლი ავტორებს სარეზიდენციო პროექტში ეპატიჟება

© photo: Sputnik / Ekaterina Mikaridzeმწერალთა სახლი
მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ორი კვირის განმავლობაში მწერლები რეზიდენციაში იცხოვრებენ და თანამედროვე საქართველოს აქტუალურ პრობლემებზე სტატიებს დაწერენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მწერალთა სახლი ავტორებს იწვევს ორკვირიან პროგრამაზე სახელწოდებით „დრო, დრო აღნიშნე“. პროექტი მიმდინარეობს კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

„სარეზიდენციო პროგრამის მიზანია – ხელი შევუწყოთ მწერლებსა და პუბლიცისტებს, აღწერონ დღევანდელობა, ის პრობლემები და სირთულეები, რომელთა წინაშე დღეს ქართული საზოგადოება დგას, და ეძიონ გზები არსებული დაპირისპირების შესამცირებლად“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

2021 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე კონკურსის გამარჯვებულები მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ და ტექსტებზე იმუშავებენ. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადებს შეარჩევს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 პრეტენდენტი.
ნობელის მედალი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ტანზანიელ მწერალს გადაეცა
სარეზიდენციო პროგრამა გულისხმობს მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას, კვებას, სტიპენდიას (1000 ლარი თითოეულ მონაწილეზე გაიცემა პროგრამის დასრულების შემდგომ).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და პუბლიცისტებს. კონკურსანტებმა პროგრამის განმავლობაში უნდა დაწერონ 2000-4000 სიტყვიანი სტატია შემდეგ საკითხებზე:
საქართველო მოდერნიზმსა და ტრადიციულ ღირებულებებს შორის;
მართლმადიდებლობა და დღევანდელი ქართული სახელმწიფო;
ქალთა უფლებები;
ჰომოფობია, როგორც საფრთხე მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის;
სასიცოცხლო გარემო და ეკოლოგია;
ქართული ენა და მისი მომავალი;
ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია.
სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალ „არილის“ ვებ-გვერდზე.
კანდიდატებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა და საბუთები/დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: residency@writershouse.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი.
კონკურსის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2021 წლის 20 ოქტომბრისა.
ყველა ახალი ამბავი
0