Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში „მიუ“ შტამზე სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
სპეციალისტები აქტიურად იკვლევენ, უკავშირდება თუ არა საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გამწვავება კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენას.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის აქამდე გავრცელებული ვარიანტების გარდა სხვა შტამი ჯერ არ დადასტურებულა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კორონავირუსის „ინდურმა“ შტამმა მთლიანად ჩაანაცვლა საქართველოში აქამდე არსებული „ჩინური“ და „ბრიტანული“ შტამები, ახალი შტამების შესაძლო გავრცელებაზე კი კვლევები მიმდინარეობს.

„ვიკვლევთ „მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია. გვინდა გამოვრიცხოთ, ხომ არ გვაქვს საქმე ახალ შტამთან... ჯერ „დელტაა“ ყველა. ყველა PCR–კვლევით ამოდის „დელტა“ შტამი და ქვეყანაში რაც ცირკულირებს, ჯერჯერობით 100% „დელტა“ შტამია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ საქართველოში რეინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში განმეორებით დაავადების 10 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს იმ რეგიონებზე, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მეტად საგანგაშოა. ესენია იმერეთი, კახეთი და სამეგრელო. გამყრელიძის თქმით, ეს მდგომარეობა ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.
თერმოსკრინინგი სკოლებში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციები იგეგმება? – გაბუნიას განმარტება
კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შესაძლოა, COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს. ამ დროისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ „მიუ“ (Mu) შტამს სწავლობს, რომლის ორი შემთხვევა უკვე გამოვლინდა მეზობელ თურქეთში. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როგორია მისი აქტივობა და ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.
ყველა ახალი ამბავი
0