https://sputnik-georgia.com/20211012/skolebistvis-damatebiti-regulaciebi-igegmeba-260478546.html
სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციები იგეგმება? – გაბუნიას განმარტება
სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციები იგეგმება? – გაბუნიას განმარტება
Sputnik საქართველო
ინფიცირების შემთხვევების გამო 4 ოქტომბრიდან თბილისში 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასი. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T16:49+0400
2021-10-12T16:49+0400
2023-08-17T18:14+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909508_0:319:3074:2048_1920x0_80_0_0_b063a83a26bb0923b18840a1a100da25.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად საქართველოს სკოლებში დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.მისი თქმით, რეგულაციების არსებული პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია არსებული კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ბავშვებთან მომუშავე პერსონალის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის გაკონტროლება.„სამწუხაროდ, ბოლო დროს რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხურა... სკოლები ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.თბილისში 4 ოქტომბრიდან კორონავირუსის გავრცელების გამო 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი.რთული ეპიდვითარება შეიმჩნევა ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში. კორონავირუსის გავრცელების გამო შვიდი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი, აქედან თელავში – 11 კლასი და 15 საბავშვო ბაღი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, კახეთში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო.რთული ვითარებაა სხვა რეგიონებშიც.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909508_294:329:2587:2048_1920x0_80_0_0_3e54619d34a2bc63fc0f3a0fbb4c68c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციები იგეგმება? – გაბუნიას განმარტება
16:49 12.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ინფიცირების შემთხვევების გამო 4 ოქტომბრიდან თბილისში 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასი.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად საქართველოს სკოლებში დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რეგულაციების არსებული პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.
„ერთადერთი მოთხოვნაა – სკოლებში დადგენილი რეგულაციების მკაცრი დაცვა მოხდეს. აღნიშნული პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება", – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია არსებული კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ბავშვებთან მომუშავე პერსონალის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის გაკონტროლება.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხურა... სკოლები ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თბილისში 4 ოქტომბრიდან კორონავირუსის გავრცელების გამო 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი.
რთული ეპიდვითარება შეიმჩნევა ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში. კორონავირუსის გავრცელების გამო შვიდი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი, აქედან თელავში – 11 კლასი და 15 საბავშვო ბაღი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, კახეთში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო.
რთული ვითარებაა სხვა რეგიონებშიც.