სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით ექიმების სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

© photo: Sputnikიუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს, დააკვირდნენ სააკაშვილის უფლებების დაცვას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა ჯანდაცვის სამინისტროს, შეიქმნას ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, იმავე დღეს მან რუსთავის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, ორშაბათს ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადეს.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
როგორ პირობებში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში – სახალხო დამცველის განცხადება
„მივმართეთ თხოვნით ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, რათა განახორციელონ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგი პროცესის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
„ფეხები შეუშუპდა და უჭირს გადაადგილება" – ადვოკატი სააკაშვილის შესახებ
იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომლობისკენ ნინო ლომჯარიასაც მოუწოდა.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0