სააკაშვილს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გათავისუფლების იმედი აქვს

© REUTERS / Valentyn OgirenkoСотрудники спецназа полиции задерживают Михаила Саакашвили в Киеве
Сотрудники спецназа полиции задерживают Михаила Саакашвили в Киеве - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობა" პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ხუთშაბათს მასშტაბურ აქციას გეგმავს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვებასა და მის გათავისუფლებაში, ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს ადვოკატებმა გააცნეს.
როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმატების საწინდარი ყოველდღიურ ბრძოლასა და 14 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაშია. ბრძოლაში სააკაშვილის მომხრეები ხელისუფლებიდან მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ჩამოშორებას გულისხმობენ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი სამშობლოში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა და ის მოქალაქეებს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ სისტემატურად მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემ გათავისუფლებას არჩევნების მეორე ტურამდე (30 ოქტომბერს - რედ.), რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით", – დაწერა სააკაშვილმა წერილში.

მისი თქმით, იგი შიმშილობას არ შეწყვეტს, რამდენადაც ესაა მის ხელთ არსებული ერთადერთი და უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 14 ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.
Руставская тюрьма - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ადვოკატები: სააკაშვილს ციხიდან დარეკვის უფლება ჩამოართვეს
საპროტესტო აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. მომხრეთა ტრანსპორტირებას „ნაცმოძრაობა" სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით განახორციელებს.
სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0