https://sputnik-georgia.com/20211012/advokatebi-saakashvils-cixidan-darekvis-ufleba-camoartves-260475729.html
ადვოკატები: სააკაშვილს ციხიდან დარეკვის უფლება ჩამოართვეს
ადვოკატები: სააკაშვილს ციხიდან დარეკვის უფლება ჩამოართვეს
Sputnik საქართველო
პროკურატურის განცხადებით, შეიძლება სააკაშვილი ბრალდების მხარის მოწმეებს დაუკავშირდეს და მათზე ზეწოლა განახორციელოს. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T15:35+0400
2021-10-12T15:35+0400
2021-10-12T20:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181164_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_262581979dce76b4ad94c9925d3e4d66.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ჩამორთმეული აქვს, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.ადვოკატის თქმით, გუშინ მათ გააცნეს პროკურატურის დადგენილება სატელეფონო ზარების უფლების შეზღუდვის შესახებ.პოლიტიკოსის მეორე ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.„ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე რვა წელია სასამართლო დავა მიდის, იგი თავისუფლებაზე იყო, უკრაინაში ეკავა მაღალი თანამდებობა. მას ვინმესთან დაკავშირება რომ სდომებოდა, ამას მანამდე გააკეთებდა. ვინმემ გაიგო იმის შესახებ, რომ მიშა გამოძიების დროს ბრალდების მოწმეებს დაუკავშირდა? ეს აბსურდია", – განაცხადა ბასილაიამ.სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს. სააკაშვილთან საპატიმროში თითქმის ყოველდღე შედიან ადვოკატები, ასევე მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები. გუშინ მესამე პრეზიდენტი დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა - ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებმა მოინახულეს. რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი მოინახულა მისმა მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ, რომელიც კიევიდან თბილისში სპეციალურად ჩამოფრინდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181164_69:0:1206:853_1920x0_80_0_0_244a945c56e3221430e2acfc504a1d8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ადვოკატები: სააკაშვილს ციხიდან დარეკვის უფლება ჩამოართვეს
15:35 12.10.2021 (განახლებულია: 20:13 12.10.2021) პროკურატურის განცხადებით, შეიძლება სააკაშვილი ბრალდების მხარის მოწმეებს დაუკავშირდეს და მათზე ზეწოლა განახორციელოს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ჩამორთმეული აქვს, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.
ადვოკატის თქმით, გუშინ მათ გააცნეს პროკურატურის დადგენილება სატელეფონო ზარების უფლების შეზღუდვის შესახებ.
„დოკუმენტში, რომელიც სააკაშვილს დარეკვას უკრძალავს, სინამდვილეში არაფერი წერია. გამოიყენება მხოლოდ აბსტრაქტული ფრაზა, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მოწმეებზე ზეწოლა განახორციელოს, რაც აბსურდია. სინამდვილეში ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულ იზოლაციაში იყოს", – განაცხადა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.
პოლიტიკოსის მეორე ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.
„ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე რვა წელია სასამართლო დავა მიდის, იგი თავისუფლებაზე იყო, უკრაინაში ეკავა მაღალი თანამდებობა. მას ვინმესთან დაკავშირება რომ სდომებოდა, ამას მანამდე გააკეთებდა. ვინმემ გაიგო იმის შესახებ, რომ მიშა გამოძიების დროს ბრალდების მოწმეებს დაუკავშირდა? ეს აბსურდია", – განაცხადა ბასილაიამ.
სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს. სააკაშვილთან საპატიმროში თითქმის ყოველდღე შედიან ადვოკატები, ასევე მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები. გუშინ მესამე პრეზიდენტი დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა - ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებმა მოინახულეს. რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი მოინახულა მისმა მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ, რომელიც კიევიდან თბილისში სპეციალურად ჩამოფრინდა.