ეს წარუმატებელი დასაწყისია: რუსეთში იაპონიის პრემიერის განცხადებას უპასუხეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / ფოტობანკში გადასვლარუსეთის ფედერაციის საბჭო
რუსეთის ფედერაციის საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება მხოლოდ რეალური სიტუაციიდან გამომდინარეა შესაძლებელი, რომლის თანახმადაც კურილის კუნძულებზე სუვერენიტეტი რუსეთს ეკუთვნის, განუცხადა РИА Новости-ს ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩოვმა.
მანამდე იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ ქვეყნის პარლამენტში დებატებისას აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის ტერიტორიებზე (კურილის კუნძულების სახელწოდება იაპონიაში - რედ.) ტოკიოს სუვერენიტეტი ვრცელდება.
ფუმიო კისიდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მსოფლიო დღეს
ფუმიო კისიდა: კურილის სადავო კუნძულებზე ტოკიოს სუვერენიტეტი ვრცელდება
„ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს განცხადება — შეუპოვრობისა და შეურიგებლობის დემონსტრირება — უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, ვიდრე საგარეოზე“, — მიაჩნია კოსაჩოვს.
მისი თქმით, იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრისთვის „რუსეთთან სამშვიდო შეთანხმებაზე რაიმე ტიპის მოლაპარაკების მიღწევის მცდელობა არც ისე წარმატებული დასაწყისია“.

„ეს შეთანხმებები შესაძლებელია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან გამომდინარე რეალური სიტუაციის საფუძველზე — კურილის კუნძულებზე სუვერენიტეტი ეკუთვნის რუსეთს“, — განაცხადა რუსმა პოლიტიკოსმა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური