მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფუმიო კისიდა: კურილის სადავო კუნძულებზე ტოკიოს სუვერენიტეტი ვრცელდება

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიფუმიო კისიდა
ფუმიო კისიდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს ფუმიო კისიდას მიაჩნია, რომ ტოკიოს სუვერენიტეტი რუსეთთან სადავო ჩრდილოეთის ტერიტორიებზეც (ასე ეწოდება იაპონიაში კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილს) ვრცელდება. ამის შესახებ მან პარლამენტში დებატებისას განაცხადა.

„ჩრდილოეთის ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება. ეს საკითხი ჩვენ უნდა გადავჭრათ, მომავალ თაობებს არ უნდა დავუტოვოთ. მთავრობა განწყობილია, რომ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს და ამ კუნძულების კუთვნილების პრობლემა გადაიჭრას“, — აღნიშნა პრემიერმა.

კისიდას თქმით, ის მოსკოვთან „შეუპოვარ მოლაპარაკებებს“ გეგმავს კურილების თემაზე იმ შეთანხმებებზე დაყრდნობით, რომლებსაც მხარეებმა მანამდე მიაღწიეს, მათ შორის, 2018 წელს.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს პარლამენტში საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ტერიტორიული პრობლემის დარეგულირების გარეშე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება.
იაპონიისა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
იაპონელი დიპლომატი კურილის კუნძულებსა და რუსეთს შორის სრუტეების დაბლოკვას მოითხოვს
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0