https://sputnik-georgia.com/20211012/respubblikuri-partia-14-oqtombris-aqcias-ar-seuertdeba-260484822.html
„რესპუბლიკური პარტია“ 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება
„რესპუბლიკური პარტია“ 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია მხოლოდ შიდა პარტიულ ინტერესებს... 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T18:55+0400
2021-10-12T18:55+0400
2021-10-12T21:51+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23397/21/233972159_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_7ba4073daf48fb4bbe3c76665808ae52.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 14 ოქტომბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას „რესპუბლიკური პარტია“ არ შეუერთდება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.14 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მასშტაბური აქციების მოწყობა მიზანშეწონილი არ არის და იმისათვის, რომ ქვეყანაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს, ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უნდა დაელოდონ.მანამდე „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა, ამასთან საკუთარი პარტიის მომხრეებს მოუწოდა, არ გაბრაზდნენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.დაანონსებულ აქციას არ უერთდებიან პოლიტიკური პარტიები „ევროპული საქართველო“ „ლელო“, „მოქალაქეები“ და „გირჩი“.„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის თქმით, მათი პარტია მხოლოდ ისეთ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, რომლის განვითარებასა და მოქმედებებზე პასუხისმგებლები თავად იქნებიან. თავის მხრივ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ამბობენ, რომ ისინი „ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ არც ერთ საპროტესტო აქციას არ შეუერთდებიან. რაც შეეხება „გირჩს“, ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმები მათთვის სრულიად გაუგებარია, ხოლო „ლელომ“ აქციაში მონაწილეობაზე უარი შიდა კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს". პარლამენტის დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, 14 ოქტომბერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის შეკრებაზე მიიღებენ.
https://sputnik-georgia.com/20211012/fexebi-sheushupda-da-uchirs-gadaadgileba-advokati-saakashvilze-260481042.html
https://sputnik-georgia.com/20211012/ratom-zis-saakashvili-samartoo-sakanshi-260479627.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23397/21/233972159_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_60b0e860531b843e7526f7a9ecaf76c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
„რესპუბლიკური პარტია“ 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება
18:55 12.10.2021 (განახლებულია: 21:51 12.10.2021) ოპოზიციური პარტიები სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია მხოლოდ შიდა პარტიულ ინტერესებს უკავშირდება.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 14 ოქტომბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას „რესპუბლიკური პარტია“ არ შეუერთდება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
14 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ მის მხარდამჭერებს, „რესპუბლიკური პარტია” კი 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მასშტაბური აქციების მოწყობა მიზანშეწონილი არ არის და იმისათვის, რომ ქვეყანაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს, ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უნდა დაელოდონ.
მანამდე „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა, ამასთან საკუთარი პარტიის მომხრეებს მოუწოდა, არ გაბრაზდნენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
დაანონსებულ აქციას არ უერთდებიან პოლიტიკური პარტიები „ევროპული საქართველო“ „ლელო“, „მოქალაქეები“ და „გირჩი“.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის თქმით, მათი პარტია მხოლოდ ისეთ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, რომლის განვითარებასა და მოქმედებებზე პასუხისმგებლები თავად იქნებიან. თავის მხრივ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ამბობენ, რომ ისინი „ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ არც ერთ საპროტესტო აქციას არ შეუერთდებიან. რაც შეეხება „გირჩს“, ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმები მათთვის სრულიად გაუგებარია, ხოლო „ლელომ“ აქციაში მონაწილეობაზე უარი შიდა კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს". პარლამენტის დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, 14 ოქტომბერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის შეკრებაზე მიიღებენ.