რატომ ზის სააკაშვილი სამარტოო საკანში?

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამარტოო საკანში მოთავსება ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო.
მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტი სამარტოო საკანში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოათავსეს.

„სააკაშვილის დაწესებულებაში შესახლებისთანავე ადმინისტრაციამ მას შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ. უწყების განმარტებით, ეს არის სიცრუე, რასაც „ადასტურებს სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებებითაც შუქდება".
Руставская тюрьма - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ადვოკატები: სააკაშვილს ციხიდან დარეკვის უფლება ჩამოართვეს
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმე მოინახულა პირადმა ექიმმა, რომელმაც ახალი ვიზიტისთვის უნდა დაასაბუთოს სააკაშვილთან შეხვედრის მიზეზი.
სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0