https://sputnik-georgia.com/20211012/mwvane-sagranto-programis-farglebsi-ganacxadebis-mireba-daiwyo-260471708.html
მწვანე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
მწვანე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაფინანსდება არაუმეტეს 50 განაცხადისა. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T13:36+0400
2021-10-12T13:36+0400
2021-10-12T17:27+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/33/242903367_0:243:2000:1368_1920x0_80_0_0_7d5875a808f4e023f133b6bfaba56e4e.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. „სოფლის განვითარების პროგრამის" მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება მიმდინარეობს, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს გვერდზე.პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.პროგრამის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაფინანსდება მაქსიმუმ 50 განაცხადი.მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:მარტივი მზის გამათბობელის და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას (sSWH/sSAH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1.000 ლარამდე (გრანტი 90%-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10%-ით;ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3.000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-ით;შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8.000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30%; სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12.000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40%.სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
https://sputnik-georgia.com/20210807/grantebienergiis-alternatiuli-wyaroebis-damontaJebisTvis-252528356.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/33/242903367_163:0:2000:1378_1920x0_80_0_0_3dd0d9a33f29dde6f2c44dac49e74346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
მწვანე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
13:36 12.10.2021 (განახლებულია: 17:27 12.10.2021) პროგრამის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაფინანსდება არაუმეტეს 50 განაცხადისა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. „სოფლის განვითარების პროგრამის" მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება მიმდინარეობს,
ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს გვერდზე.
პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაფინანსდება მაქსიმუმ 50 განაცხადი.
მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
მარტივი მზის გამათბობელის და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას (sSWH/sSAH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1.000 ლარამდე (გრანტი 90%-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10%-ით;
ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3.000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-ით;
შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8.000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30%;
სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12.000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40%.
სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.