https://sputnik-georgia.com/20210807/grantebienergiis-alternatiuli-wyaroebis-damontaJebisTvis-252528356.html
მოსახლეობა ენერგიის ალტერნატიული წყაროების დამონტაჟებისთვის განსაკუთრებულ გრანტებს მიიღებს
მოსახლეობა ენერგიის ალტერნატიული წყაროების დამონტაჟებისთვის განსაკუთრებულ გრანტებს მიიღებს
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე 700 ათას დოლარს საქართველოს რვა რაიონი მიიღებს, თუმცა მოგვიანებით პროგრამა გაფართოვდება 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T14:37+0400
2021-08-07T14:37+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24530/78/245307892_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_8cffe70c700ae18a510e5bee52343a07.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო აფართოებს „სოფლის განვითარების პროგრამას“ და ამიერიდან საქართველოს სოფლების მცხოვრებლები ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ახალი გრანტების (ე.წ. მწვანე გრანტები) მიღებას შეძლებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.პროგრამის ახალი კომპონენტისთვის თანხა გაეროს განვითარების სააგენტომ გამოყო.თავდაპირველად 700 ათასი დოლარის ოდენობის თანხას მიიღებს ქვეყნის რვა რეგიონი, მოგვიანებით კი პროგრამა გაფართოვდება.პროგრამის პირობებით, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი გამათბობლისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლის დამონტაჟებისა და შეძენისთვის მცხოვრებლები 90%–იანი თანადაფინანსების მიღებას შეძლებენ 1 ათას ლარამდე ღირებულების შემთხვევაში.ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელებზე, სადაც მაქსიმალური ღირებულებაა 3.000 ლარი, თანადაფინანსება შეადგენს 80%–ს.გარდა ამისა, შენობის თბოიზოლაციისას, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 8.000 ლარს, თანადაფინანსება იქნება 70%-მდე, ხოლო შენობის სრული თბოიზოლაციისთვის სახელმწიფო 12.000 ლარამდე გამოყოფს, ანუ 60%–ს.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე ათ წელიწადში საქართველო შეიძლება სერიოზულ ენერგოდეფიციტს წააწყდეს. პროგნოზების მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ–სთ–ს მიაღწევს მაშინ, როცა დღეს ეს მაჩვენებელი 13 მილიარდია.მეზობელ ქვეყნდებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიზნით ხელისუფლება ადგილობრივი განახლებადი რესურსების, ასევე ენერგიის ალტერნატიული წყაროების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.
https://sputnik-georgia.com/20190727/maRalmTian-soflebSi-mzis-eleqtrosadgurebi-amoqmeddeba-246080952.html
https://sputnik-georgia.com/20190930/emuqreba-Tu-ara-saqarTvelos-energodeficiti-246626193.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24530/78/245307892_294:254:1662:1280_1920x0_80_0_0_51be8d7e397ccd2ebb68604855fdd2f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
მოსახლეობა ენერგიის ალტერნატიული წყაროების დამონტაჟებისთვის განსაკუთრებულ გრანტებს მიიღებს
14:37 07.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პირველ ეტაპზე 700 ათას დოლარს საქართველოს რვა რაიონი მიიღებს, თუმცა მოგვიანებით პროგრამა გაფართოვდება
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო აფართოებს „სოფლის განვითარების პროგრამას“ და ამიერიდან საქართველოს სოფლების მცხოვრებლები ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ახალი გრანტების (ე.წ. მწვანე გრანტები) მიღებას შეძლებენ, ნათქვამია უწყების
განცხადებაში.
პროგრამის ახალი კომპონენტისთვის თანხა გაეროს განვითარების სააგენტომ გამოყო.
თავდაპირველად 700 ათასი დოლარის ოდენობის თანხას მიიღებს ქვეყნის რვა რეგიონი, მოგვიანებით კი პროგრამა გაფართოვდება.
პროგრამის პირობებით, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი გამათბობლისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლის დამონტაჟებისა და შეძენისთვის მცხოვრებლები 90%–იანი თანადაფინანსების მიღებას შეძლებენ 1 ათას ლარამდე ღირებულების შემთხვევაში.
ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელებზე, სადაც მაქსიმალური ღირებულებაა 3.000 ლარი, თანადაფინანსება შეადგენს 80%–ს.
30 სექტემბერი 2019, 13:21
გარდა ამისა, შენობის თბოიზოლაციისას, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 8.000 ლარს, თანადაფინანსება იქნება 70%-მდე, ხოლო შენობის სრული თბოიზოლაციისთვის სახელმწიფო 12.000 ლარამდე გამოყოფს, ანუ 60%–ს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე ათ წელიწადში საქართველო შეიძლება სერიოზულ ენერგოდეფიციტს წააწყდეს. პროგნოზების მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ–სთ–ს მიაღწევს მაშინ, როცა დღეს ეს მაჩვენებელი 13 მილიარდია.
მეზობელ ქვეყნდებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიზნით ხელისუფლება ადგილობრივი განახლებადი რესურსების, ასევე ენერგიის ალტერნატიული წყაროების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.