„ტაიოს კანდელი“ გაზაფხულის სურნელით და ცნობილი პოეტის ნახატიდან დაწყებული ზღაპარი

© courtesy of Megi Ebanoidzeმეგი ებანოიძე
მეგი ებანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
მისი ცხოვრების სტილი და გემოვნება ბავშვობის სახლმა და იმ ამაღლებულმა გარემომ განსაზღვრა, რაც მასზე ახლაც მაგიურად მოქმედებს. ამიტომ ძველებური კლასიკური სტილი უფრო ხიბლავს, ურთიერთობებში კი ფამილარობასა და სიმარტივეს ვერ იტანს...
ეს ყველაფერი მის საქმიანობასა და გატაცებაზე ერთნაირად აისახა. მეგი ებანოიძე 18 წელია „ივ როშეს“ კოსმეტოლოგია და ქალბატონების სილამაზეზე ზრუნვა მისი მთავარი მისიაა. საკუთარი სახლის გარემოს გალამაზებისთვის ნივთებისა და ავეჯის ყვავილებით მოხატვა კი არც ისე დიდი ხანია დაიწყო. კიდევ გატაცებულია სურნელოვანი სანთლების დამზადებით, რისთვისაც თავისი ორი გატაცება ერთმანეთს დაუკავშირა და შედეგად ლამაზი და სურნელოვანი ხელნაკეთი კანდელი მიიღო.
- ქალბატონო მეგი, თავიდან თქვენი ძირითადი საქმიანობით დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ზოგადად, 40+ ქალების სახის ჯანმრთელი იერსახის შესანარჩუნებლად რამდენ ხანში ერთხელ არის თქვენთან ვიზიტი აუცილებელი?
- ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, ამდენად, თავდაჯერებულიც იყოს. 40+ ქალბატონების კოსმეტოლოგთან ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც აუცილებელია. თუმცა სახის კანის რეგულარული მოვლის დაწყება სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად გაცილებით ადრეა საჭირო. ზოგადად, ითვლება, რომ კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს. რაც უნდა დაუნდობლად ჟღერდეს ეს სიტყვები, სრული სიმართლეა.
© courtesy of Megi Ebanoidzeმეგი ებანოიძე
მეგი ებანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მეგი ებანოიძე
- გამოდის, რომ ნაოჭებზე მის გაჩენამდე უნდა ვიზრუნოთ?
- დიახ, ასე გამოდის. არ უნდა დაველოდოთ იმას, თუ როდის გაჩნდება პირველი ნაოჭები, ეს არასწორია. ახალგაზრდობის და კანის ბზინვარების დიდი ხნით შესანარჩუნებლად საჭიროა სახის ყოველდღიური მოვლა სწორი ჰიგიენით დაწყებული, მკვებავი საცხებით და ნიღბებით დამთავრებული. თანამედროვე კოსმეტიკა ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ სახე მრავალფეროვანი მზა ნიღბებით ხშირად ვანებივროთ. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამაახალგაზრდავებელ საშუალებად მიმაჩნია სახის ინტენსიური მასაჟი, თუნდაც თვითმასაჟი. სხვადასხვა ბუნებრივი ზეთების დახმარებით სახლის პირობებშიც შეგვიძლია, რომ კანი ტონუსში მოვიყვანოთ. მე ბუნებრივი კოსმეტიკის და პროცედურების მომხრე ვარ. თუმცა დგება მომენტი, როდესაც კანის გასაახალგაზრდავებლად უკვე გარკვეული კორექტირება და ინექციებია საჭირო.
© courtesy of Megi Ebanoidzeმეგი ებონოიძის ნახატი
მეგი ებონოიძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მეგი ებონოიძის ნახატი
- ერთ პანდემიურ დღეს, როდესაც სამსახურში ვერ წახვედით, სახლის ავეჯის დაფერვა და გაფერადება დაიწყეთ, ოჯახში როგორ შეხვდენენ ამ ინიციატივას?
- ჩემი ოჯახი ამ ყველაფერს გვერდში დგომით და ოვაციებით შეხვდა, რაც კიდევ უფრო დიდ სტიულს მაძლევს. უზომოდ მიყვარს ყვავილები, ამიტომ მინდა, რომ ისინი რაც შეიძლება ბევრი იყოს ჩემ გარშემო. ამიტომ დავიწყე ძველი ავეჯის გადაღებვა და მათზე ყვავილების დეკუპაჟი. პანდემიამ და კარანტინმა ბევრი დრო გამომითავისუფლა. ცხოვრებაში პირველად ხელში ფუნჯი ავიღე და ყვავილები დავხატე. შედევრებს ვერ ვქმნი, მაგრამ რაც გამოვიდა, ჩემთვის დიდი მიღწევაა.
© courtesy of Megi Ebanoidzeმეგი ებანოიძის მოხატული ავეჯი
მეგი ებანოიძის მოხატული ავეჯი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მეგი ებანოიძის მოხატული ავეჯი
- ამას მოჰყვა ხელნაკეთი სანთლები...
- რაც შეეხება სანთლებს, ზოგადად მიზიდავს ცეცხლის მაგია. დამღლელი დღის ბოლოს მოდუნება არც ისე ადვილია. შევამჩნიე, რომ სანთლის შუქი ოთახში საოცრად მშვიდ და თბილ განათებას ქმნის. ერთ დღესაც ჩემი ორი გატაცება – სანთელი და ყვავილები ერთმანეთს დავუკავშირე და მათი მიქსი ულამაზესი გამოვიდა. ახლა მე და ჩემი შვილები ვცდილობთ, რომ ეს სილამაზე სხვებსაც გავუზიაროთ და საქმე პატარა და სახალისო ბიზნესადაც ვაქციოთ.
© courtesy of Megi Ebanoidzeმეგი ებონოიძის ნახატი
მეგი ებონოიძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მეგი ებონოიძის ნახატი
- რატომ დაარქვით თქვენს ნახელავებს ტაიოს კანდელი?
- რატომ ტაიო? მინდოდა ნაკეთობების სახელი მზესთან დამეკავშირებინა. დავიწყე ძებნა სხვადასხვა ენაზე როგორ ჟღერდა მზე და ყველაზე მეტად იაპონური სახელი – ტაიო მომეწონა. თანაც, იაპონია უკიდურესი აღმოსავლეთია, მზე კი – აღმოსავლეთის დედოფალი. ესეც კიდევ ერთ მინიშნებად მივიჩნიე, ამიტომ ჩემს სანთლებს Taio Candels დავარქვი. ყვავილებით მორთული ჩემი სანთლები ინტერიერში ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის.
© courtesy of Megi Ebanoidzeყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე
ყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე
- სახელი იაპონური აქვს, მაგრამ სურნელი - ქართული გაზაფხულის...
- ჩვენი სანთლები სურნელოვანია და, მართალი ხართ, მათ ჩვენებური გაზაფხულის სურნელი აქვს, რადგან ისინი საქართველოს ველ-მინდვრებში დაკრეფილი ყვავილებითაა მორთულ-გალამაზებული. ყვავილების და ზოგადად სილამაზის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე, მამუკა კობერიძე ყოფილი პროფესიონალი მოცეკვავე, ხელოვნების დამფასებელია და ჩემს ინიციატივას ისიც სიხარულით მიესალმა.
© courtesy of Megi Ebanoidzeმეგი ებანოიძის მოხატული ავეჯი
მეგი ებანოიძის მოხატული ავეჯი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მეგი ებანოიძის მოხატული ავეჯი
- მართალია, რომ თქვენი ბავშვობის სახლში ერთი პერიოდი ცნობილი რუსი პოეტი იზრდებოდა?
- დიახ, ჩემი ბავშვობის სახლი ისტორიულია, რადგან იქ ვლადიმერ მაიაკოვსკი იზრდებოდა. ჩემი დიდი ბაბუა ყარამან შარაშიძე მაიაკოვსკის მამასთან მეგობრობდა. მათ ერთმანეთი გაიცნეს საფრანგეთში. საქართველოში ჩამოსვლის მერე ჩემმა დიდმა ბაბუამ მაიაკოვსკის ოჯახი ბავშვებთან ერთად ჩვენს სახლში გადმოიყვანა. შემდეგ მათ შეიძინეს ბაღდადში სახლი, რომელშიც დღეს მაიაკოვსკის მუზეუმია.
© courtesy of Megi Ebanoidzeყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე
ყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე
- ვიცი, რომ სახლში მაიაკოვსკის ნახატიც გაქვთ...
- ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ნახატი, რომელიც საწოლის თავზე მეკიდა, ცნობილი პოეტის ნამუშევარია. მაიაკოვსკის ამ ნახატზე გამოსახულია ღამის ტყე, სადაც ორი შველი პატარა ქოხს უყურებს. ქოხიდან კი მკრთალი, თბილი შუქი გამოდის. ჩემთვის ბავშვობის ყველა ზღაპარი იმ ნახატიდან იწყებოდა და სიზმრებში გრძელდებოდა.
© courtesy of Megi Ebanoidzeვლადიმერ მაიაკოვსკის ნახატი
ვლადიმერ მაიაკოვსკის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ვლადიმერ მაიაკოვსკის ნახატი
- ახლა გასაგებია, თბილისურ სახლში რატომ დადგით ძველებური ღუმელი...
- დიახ, ძველებური, ყვავილებითა და ორნამენტებით გაფორმებული ღუმელი ჩემთვის იმ სითბოს და სიმყუდროვის ნოსტალგიაა, რომელიც ჩემი ბებია-ბაბუის სახლებიდან გამომყვა. ბაღდათში, ჩემს დედულეთში, ძველი თავადური სახლის ყველა ოთახში ულამაზესი ბუხარია, რაც დღემდე მაოცებს და მხიბლავს...
© courtesy of Megi Ebanoidzeყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე
ყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ყვავილებით გაფორმებული დეკორატიული სანთელი - ავტორი მეგი ებანოიძე
- თქვენი წარმოდგენით როგორია სახლი, სადაც ბედნიერად იგრძნობთ თავს?
- თანამედროვე ტიპის სახლები საერთოდ არ მომწონს. ვთვლი, რომ მაღალი ხელოვნების საუკუნეები სიმარტივის და პრიმიტიულობის საუკუნემ ჩაანაცვლა. სახლი, რომელსაც ჩემთვის ავიშენებდი, არ იქნებოდა მხოლოდ „კუბიკების“ მოხერხებული კონსტრუქცია. ის კოშკებიანი, ფრანგული სტილის სახლი იქნება ბუხრებით, პროვანსული სტილის სამზარეულოთი და მაღალჭერიანი ოთახებით, ბევრი ვინტაჟური ნივთით და ავეჯით, ყვავილებით და ცხოველებით. სახლი, სადაც იქნება სიმყუდროვე და სიმშვიდე, რაც დღეს ასე გვაკლია და გვენატრება...
ყველა ახალი ამბავი
0