https://sputnik-georgia.com/20211012/kuwava-avariul-senobebze-zedamxedvelobis-gamkacrebis-iniciativit-gamodis-260472848.html
კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს და ის... 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T14:34+0400
2021-10-12T14:34+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24368/42/243684230_0:68:2001:1193_1920x0_80_0_0_af6dffdf905f81bb909a265e745dee4c.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს და ის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის.8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.პარლამენტის თავმჯდომარემ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ნგრევის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყველაფერს გააკეთებს.კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, იმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა და ის იყოს სწორად, კანონმდებლობით გაწერილი.ავარიული შენობების საკითხზე გუშინ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, თბილისის მერიამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას.
https://sputnik-georgia.com/20211012/xmalaze-tbilissi-avariuli-senobebi-axali-korpusebit-canacvldeba-260464996.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24368/42/243684230_158:0:1841:1262_1920x0_80_0_0_8f576b55a786ed080f8ca838abe706dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, ბათუმი
კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
14:34 12.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს და ის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის.
8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
პარლამენტის თავმჯდომარემ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ნგრევის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, იმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა და ის იყოს სწორად, კანონმდებლობით გაწერილი.
„შეგვიძლია ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ. ამით კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, სხვა ქალაქებშიც არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი დროული რეაგირება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ავარიული შენობების საკითხზე გუშინ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, თბილისის მერიამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას.