Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 640.358-ს მიაღწია.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.775 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.359 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.060, კახეთი – 617, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 493, შიდა ქართლი – 349, ქვემო ქართლი – 256, აჭარა – 225, გურია – 156, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 603.995-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 37 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.306-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 27.031 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.616 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.563, იმერეთში – 1.119, აჭარაში – 402.
1.042 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 255 პირი, მათგან თბილისში – 134, იმერეთში – 30, აჭარაში – 20. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 749 ადამიანი, მათ შორის 377 – თბილისში, 221 – აჭარაში. 21.666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 12 ოქტომბერი
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 71 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – შვიდი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20.698 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 640.358-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0