Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 12 ოქტომბერი

© Pixabay / fernandozhiminaicelaტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
სულ ჩატარებულია 1.882.118 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.817 ადამიანი.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.774-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 640.357-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 605.995 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.623), გარდაიცვალა – 9.306 (ბოლო 24 საათში – 37).
კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 749 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 47.723 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.118, PCR–ტესტით – 14.605.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,01%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო 7 დღის – 7,98%.
სულ ჩატარებულია 1.882.118 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.817 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0