კობა გვენეტაძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბანკირად დაასახელეს

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ცენტრალური ბანკის მმართველებს აფასებენ მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის, მათ შორის, ინფლაციის კონტროლის მიმართულებით მიღწეული წარმატებებით.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2021 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველების სიაში ჩართო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
Global Finance ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მმართველებს და წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუკეთესო ბანკირებს ასახელებს. პირველად გვენეტაძემ ერთ-ერთი საუკეთესო ბანკირის წოდება 2018 წელს მიიღო.
2021 წლის Central Banker Report Cards-ში 101 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდნენ: აშშ-ის ცენტრალური ბანკის მმართველი (ჯერომ პაუელი), ასევე ისრაელის (ემირ იარონი), ახალი ზელანდიის (ადრიან ორი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა
Global Finance-ის დაჯილოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო საფინანსო საზოგადოებაში და აღნიშნავს დაჯილდოებულ პირთა წარმატებულ საქმიანობასა და ბანკების მაღალ რეპუტაციას. ცენტრალური ბანკის მმართველებს აფასებენ მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის, მათ შორის, ინფლაციის კონტროლის, საპროცენტო განაკვეთების მართვის და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის სფეროში მიღწეული წარმატებებით.
გამოცემის ინფორმაციით, კობა გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გაბედული ღონისძიებები გაატარა.
„გასულ წელს ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა საფრთხე შეუქმნა ფისკალურ სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის გამოც ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს საგანგებო რეჟიმში მოუხდათ მუშაობა. მათ მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენეს", – აღნიშნულია გამოცემაში.
გამოცემის რედაქტორის ჯოზეფ ჯარაპუტოს თქმით, „მაშინ, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და ინფლაცია ისევ მნიშვნელოვანი საზრუნავია, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან... Global Finance-ის ცენტრალური ბანკების ყოველწლიური მიმოხილვა აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების საფინანსო პოლიტიკის ლიდერები უმკლავდებიან გაუარესებულ მდგომარეობას და რომლები – ჩამორჩებიან".
ყველა ახალი ამბავი
0