ფეხბურთი U19: გამარჯვება ნორვეგიელ თანატოლებთან – საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდშია

© photo: Nogometni savez Bosne i Hercegovine / FB საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები
 საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო. ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ სამიდან ორი შეხვედრა მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შეხვედრა მოიგო და ელიტრაუნდში გავიდა.
ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“, რომლებიც შესარჩევი ეტაპის მე-10 ჯგუფში ასპარეზობდნენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჯგუფის მასპინძელ ნორვეგიასთან გამართეს და მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
ფეხბურთი: ქართველი 19-წლამდელების უგოლო ფრე უელსის ნაკრებთან
შეხვედრის ერთადერთ გოლი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ შემტევმა გიზო მამაგეიშვილმა 26-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 35-ე წუთზე ნორვეგიელებს გათანაბრების ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ბათუმის „დინამოს“ მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა ბრაიან ფიაბემას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა ქართველი ახალგაზრდების უპირატესობით დასრულდა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი გამართა, აქედან ორ შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა. ქართველმა ახალგაზრდებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა უელსელ თანატოლებთან გამართეს, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა. უელსის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა. შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გავიდა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0