ფეხბურთი: ქართველი 19-წლამდელების უგოლო ფრე უელსის ნაკრებთან

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში უელსთან მეორე ადგილს იყოფს. ვასილ მაისურაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U19) 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. ნორვეგიაში გამართული შეხვედრა ძირითადად ვასილ მაისურაძის გუნდის კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო პორტუგალიური „პორტოს“ ლეგიონერი გიგა აბუაშვილი გამოაკლდა.
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს ტესტ-მატჩი მოუგო

 - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს ტესტ-მატჩი მოუგო
ვასილ მაისურაძის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში ნორვეგიის, კოსოვოსა და უელსის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჯგუფს სამი ქულით ნორვეგიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც კოსოვოს მოუგო, საქართველო კი ერთი ქულით უელსთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
ქართველი ახალგაზრდები მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს კოსოვოსთან გამართავენ, ხოლო მესამე ტურის მატჩს მასპინძელი ნორვეგიის წინააღმდეგ 12 ოქტომბერს ჩაატარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0