https://sputnik-georgia.com/20211011/saakasvilis-tanamoazreebi-rustavis-cixestan-seikribnen-260421166.html
სააკაშვილის თანამოაზრეები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ
სააკაშვილის თანამოაზრეები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ
Sputnik საქართველო
შეკრებილები შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც მეათე დღეა შიმშილობს 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T00:44+0400
2021-10-11T00:44+0400
2021-10-11T00:44+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260420653_0:139:1280:859_1920x0_80_0_0_f80f7af3f5ae5eb84acd582bb47959a8.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ, ადგილიდან იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, რომელმაც დღეს ციხის საკანში მყოფი ექს-პრეზიდენტი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს.ციხესთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც უკვე მეათე დღეა შიმშილობს, ბოლო დღეები წვენსაც კი არ სვამს და მხოლოდ წყალს იღებს. აქციის მონაწილეები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ხვალ დილით ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას მოითხოვს.მისი თქმით, ის ციხის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჯერ არ შესულა.აქციის მონაწილეებს შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.„უკან დასახევი გზა არ არსებობს. ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა“, - განაცხადა მელიამ.მისი თქმით, ენმ-ის ლიდერები საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირზე არიან.
https://sputnik-georgia.com/20211010/mixeil-saakasvilis-janmrtelobis-mdgomareoba-damzimda-260420075.html
https://sputnik-georgia.com/20211011/penitenciuri-samsaxuri-mixeil-saakasvilis-janmrtelobis-mdgomareoba-ar-gauaresebula-260421005.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260420653_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8ea9bc08f72b8559f62fa4b23d579681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის თანამოაზრეები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ
შეკრებილები შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც მეათე დღეა შიმშილობს
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ, ადგილიდან იუწყება
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, რომელმაც დღეს ციხის საკანში მყოფი ექს-პრეზიდენტი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს.
ციხესთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც უკვე მეათე დღეა შიმშილობს, ბოლო დღეები წვენსაც კი არ სვამს და მხოლოდ წყალს იღებს. აქციის მონაწილეები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ხვალ დილით ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას მოითხოვს.
„მიშა, მოგმართავ, იქნებ ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ, ან მკურნალობას მივხედოთ ცოტა ხანი. შენ გვერდზე ვიყავი, ვარ და ვიქნები ბოლომდე, მაგრამ შენი ჯანმრთელობაა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ექს-პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის ციხის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჯერ არ შესულა.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
„უკან დასახევი გზა არ არსებობს. ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ენმ-ის ლიდერები საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირზე არიან.