https://sputnik-georgia.com/20211010/mixeil-saakasvilis-janmrtelobis-mdgomareoba-damzimda-260420075.html
ექიმი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
ექიმი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავდება თალასემია, რომლის დროს დაუშვებელია შიმშილი, აღნიშნა ექიმმა 10.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-10T23:46+0400
2021-10-10T23:46+0400
2021-10-11T00:22+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/53/238515370_0:391:2944:2048_1920x0_80_0_0_b6c9bc4f1e5c47e67d39a8b2f4d9a305.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ათდღიანი შიმშილობის შემდეგ მკვეთრად დამძიმდა, მას უჭირს გადაადგილება და საუბარი, ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ციხეში დღეს შეხვდა. „სიტუაცია დამძიმდა. პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის მდგომარეობაში. უფრო მძიმედ დადის, ცოტა ლაპარაკი უჭირს... ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილმა. ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, თითქოს რვა კილოგრამი თაფლი აქვს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა ის წვენი, ერთი ბოთლი ჰქონდა და ასევე უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა მარტო წყალს სვამს. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება - თალასემია. ესაა გენეტიკური დაავადება, რომელიც ერითროციტების გაძლიერებული დაშლით ხასიათდება.მისი თქმით, სააკაშვილი შესაძლოა უკვე 14 დღე შიმშილობს, რადგან გზაში არაფერი უჭამია.„ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში“, - განაცხადა ყიფშიძემ.მისი თქმით, სააკაშვილი ხვალ ან ზეგ უნდა აუცილებლად გადაიყვანონ საავადმყოფოში, წინააღმდეგ შემთხვევაში „პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება“.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211010/es-aris-didi-siyvarulis-istoria-saakasvilma-tavis-pirad-cxovrebaze-kitxvebs-upasuxa-260411393.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/53/238515370_528:318:2835:2048_1920x0_80_0_0_4820121f9d83518f06be681eba50076d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ექიმი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
23:46 10.10.2021 (განახლებულია: 00:22 11.10.2021) მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავდება თალასემია, რომლის დროს დაუშვებელია შიმშილი, აღნიშნა ექიმმა
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ათდღიანი შიმშილობის შემდეგ მკვეთრად დამძიმდა, მას უჭირს გადაადგილება და საუბარი, ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ციხეში დღეს შეხვდა.
„სიტუაცია დამძიმდა. პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის მდგომარეობაში. უფრო მძიმედ დადის, ცოტა ლაპარაკი უჭირს... ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილმა. ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, თითქოს რვა კილოგრამი თაფლი აქვს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა ის წვენი, ერთი ბოთლი ჰქონდა და ასევე უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა მარტო წყალს სვამს. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება - თალასემია. ესაა გენეტიკური დაავადება, რომელიც ერითროციტების გაძლიერებული დაშლით ხასიათდება.
„მე არასდროს მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა უფლება, მეთქვა ამის შესახებ. ეს დაავადება იშვიათია, არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, თალასემიით ადამიანმა შეიძლება, იცხოვროს ბევრი წელი და აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილობა. ამ დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილი შესაძლოა უკვე 14 დღე შიმშილობს, რადგან გზაში არაფერი უჭამია.
„ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილი ხვალ ან ზეგ უნდა აუცილებლად გადაიყვანონ საავადმყოფოში, წინააღმდეგ შემთხვევაში „პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება“.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.