„ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია“ - სააკაშვილმა თავის პირად ცხოვრებაზე კითხვებს უპასუხა

© Facebook / Ліза Яськоლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
სააკაშვილმა დაწერა, რომ ის და ლიზა იასკო უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე, მათ შირის ურთიერთობებზე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატთან, ელიზავეტა იასკოსთან. აღნიშნულ საკითხს ვრცელი პოსტი სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე მიუძღვნა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის თქმით, ის და ლიზა იასკო უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
„მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ“, - დაწერა სააკაშვილკმა.
მან ასევე მოითხოვა პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას, ასევე ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პირად ცხოვრებას.
„მე ვთხოვ ხალხს პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
Сандра Рулофс - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
„ჩემთვის იყო მოულოდნელი და მიუღებელი“– სანდრა რულოვსი სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე
მისი თქმით, ის სრულად არის კონცენტრირებული ბრძოლაზე, აგრძელებს შიმშილობას და გადაწყვეტილი აქვს მის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში უკრაინული რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ვიდეო გაავრცელა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთად ცხოვრობენ და ოჯახი აქვთ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია და მიუღებელი ამ ფორმით ამ ამბის გაგება.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
სანდრა რულოვსი სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს – ადვოკატი
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0