სანდრა რულოვსი სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს – ადვოკატი

© REUTERS / David Mdzinarishviliსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ითხოვენ, განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ მისი შვილებიც. გელხაურის განმარტებით, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და, შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც ტელევიზორის არმიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, – განაცხადა გელხაურმა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში უკრაინული რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ვიდეო გაავრცელა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთად ცხოვრობენ და ოჯახი აქვთ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია და მიუღებელი ამ ფორმით ამ ამბის გაგება.
Сандра Рулофс - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
„ჩემთვის იყო მოულოდნელი და მიუღებელი“– სანდრა რულოვსი სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0