პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
უწყება განმარტავს, რომ ექს-პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. დღეს ციხეში ის მოინახულა მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
„მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, - აღნიშნავენ უწყებაში.
როგორც დღეს ყიფშიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და საუბარი, ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. ასევე, მისი თქმით, ექს-პრეზიდენტს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება თალასემია, რომლის დროს შიმშილობა დაუშვებელია. ექიმმა ასევე ივარაუდა, რომ სააკაშვილი უკვე მე-14 ან მე-15 დღე შიმშილობს, რადგან მას „გზაში არაფერი უჭამია“.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ექიმი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0