გერმანია საქართველოს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

© AFP 2024 / DAVID GANNONგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
საქართველოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ საელჩოს გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
„დღევანდელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების წევრთა ტკივილს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო უამრავ სამძიმარს იღებს – მწუხარებას გამოხატავენ ევროპის ქვეყნების ელჩები, საგარეო უწყებები, ევროპარლამენტის დეპუტატები.
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ბათუმის ტრაგედია: საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი – პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0