ბათუმის ტრაგედია: საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
პარასკევს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო გამოთქმული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის.
საქართველო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო უამრავ სამძიმარს იღებს - მწუხარებას გამოხატავენ ევროპის ქვეყნების ელჩები, საგარეო უწყებები, ევროპარლამენტარები.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას, რომელიც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გამოხატეს, სადაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთელი საქართველო გლოვობს შემზარავი ინციდენტის მსხვერპლებს. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის“, – ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამადლობელ წერილში.
სამგლოვიარო აქცია დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: საქართველო სამძიმრებს იღებს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი ორიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0